მედიასთვის პრესკონფერენცია გამართა ახლად არჩეულმა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, რომლის თემა ორი დღით ადრე გამართული ყრილობა გახლდათ.
27 ნოემბერს ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ყრილობაზე მოისმინეს გიორგი გიორგაძის 2 წლიანი პრეზიდენტობის დროს გაწეული სამუშაოს ანგარიში. განვლილი პერიოდი შეფასდა წარმატებულად.
მოგვიანებით გამართულ კენჭისყრაზე მოქმედი პრეზიდენტი განმეორებით, ერთხმად აირჩიეს 4 წლიანი ვადით.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ზურაბ მიქაძემ შეინარჩუნა, ხოლო გენერალური მდივნის ადგილზე, აჭარის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი აირჩიეს.
გიორგი გიორგაძის პრეზიდენტობის პერიოდში მოპოვებული წარმატებები:
2008 წელი - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა - ოქროს მედალი
2009 წელი - ევროპის გუნდური ჩემპიონატი - ვერცხლის მედალი
2010 წელი - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა - ბრინჯაოს მედალი
ოლიმპიური ჩემპიონ ნანა ძაგნიძის საპრიზო ( I,II,III) ადგილები ქალთა გრან-პრის სერიის ტურნირებზე
ქართული ვაჟთა ჭადრაკის ლიდერის ბაადურ ჯობავას ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ევროპის ვაჟთა (2009,2010 წწ.) ჩემპიონატებზე.
სულ 2009 წლის ოფიციალურ (ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები) ტურნირებზე მოპოვებულ იქნა 18 მედალი,
სხვადახვა ტურნირებზე 55 საპრიზო ადგილი.
2010 წელს 23 მედალი ოფიციალურ (ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები) ტურნირებში, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში 63 საპრიზო ადგილი.
საქართველოში 2009-10 წლებში ჩატარდა 5 საერთაშორისო ტურნირი.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ქალაქ ბათუმში, რომელმაც 34 ქვეყნის 1000-მდე სტუმარს მოუყარა თავი.