ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ქალთა 69-ე ჩემპიონატის პირველმა ლიგამ უძლიერესი შემადგენლობით.
ტურნირში 41 მოჭადრაკე ქალთა უმაღლესი ლიგის 5 საგზურისთვის იბრძოლებს. მონაწილეებს შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი სოფიკო ხუხაშვილი, მსოფლიო უნივერსიადის მედალოსნები სოფიკო გურამიშვილი, ნინო ბაციაშვილი,მაკა ფურცელაძე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი სენიორებს შორის თამარ ხმიადაშვილი, მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებულები, საერთაშორისო დიდოსტატები სოფიკო გვეტაძე და ინგა ჭარხალაშვილი.



პირველი ლიგა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება და 15.00 დაიწყება ყოველდღე 10 დეკემბრის ჩათვლით.
დღეს პირველი ტურის პარტიები გაიმართა, თითქმის ყველა ფავორიტმა გამარჯვება იზეიმა გარდა სოფიკო ხუხაშვილისა, რომელმაც მოულოდნელი მარცხი განიცადა ლიკა კობეშაიძესთან.

მეორე ტურის კენჭისყრა იხილეთ:
http://chess-results.com/tnr61169.aspx?art=2&rd=2&lan=1