ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გენერალური სპონსორი
 Home
 Site map
 Contact
დეტალური ძიება
რეგისტრაცია / ავტორიზაცია

02-07-2010
შედეგი ფანტასტიკის სფეროდან!

 

ნანა ძაგნიძემ მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მასპინძელთა წარმომადგენელთან საერთაშორისო დიდოსტატ ლილიტ მკრტიჩანთან სომხეთში მიმდინარე გრან–პრის მეოთხე ტურში!

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ 8 ტურის შემდეგ ნანა იმატებს 35 სარეიტინგო ქულას,ხოლო  მისი პერფომანსი 2922 (! ) შეადგენს და  მსგავსი  ფენომენალური შედეგი ქალთა ტურნირებში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა!

 

მართლაც ფანტასტიურ სპორტულ შედეგთან ერთად ნანას ნათამაშები პარტიები საკმაოდ მაღალ ხარისხისაა   და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი თამაშით მსოფლიო ჩემპიონობის  რეალური კანდიდატია.

 

ბოლო, სამ ფინალურ ტურში ძაგნიძე შეჯიბრის  ჩინელ მონაწილეებთან უწევს პაექრობა და იმედია წარმატებით გაივლის ამ უკანასკნელ ბარიერსაც.

 

 

სატურნირო მდგომარეობა:

 

 

 

1. ძაგნიძე – 7,5 ქულა

 

2.კოსინცევა – 6 ქულა

 

 

 

3–4. მკრტიჩიანი, ჰოუ იფანი – 5 ქულა

 

5–7. სტეფანოვა,დანიელიანი,შენი – 4

 

8–10. კრამლინგი, იუჰუა, ჩიბურდანიძე– 3ქ.

 

11.კოვანოვა– 2,5ქ.

 

12. ფიერო –1ქ.

 

 

http://jermuk2010.fide.com/tourview/show-5.html

 



 
<<პირველი <წინა  |  შემდეგი> ბოლო>>
სიახლეები | მთავარი | ტურნირები | მოჭადრაკეები | ისტორია | ფედერაცია | კონტაქტი 2010 GCF.ORG.GE
All Rights Reserved Created By
HAPPY