სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ - გია გალდავასთან ერთად, 23 ივლისს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს, გამგეობის წევრებს ნანა ალექსანდრიას,თამაზ გიორგაძეს (ვაჟთა ნაკრების კაპიტანი) და წამყვან მოჭადრაკეებს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა ქართული ჭადრაკის დღევანდელ მდგომარეობასა და გეგმებზე მიიღო ინფორმაცია.
ჭადრაკის ფედერაციისათვის ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი უახლოეს პერიოდში :
ბათუმში 19-29 სექტემბერს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის შესაბამის დონეზე ჩატარება და რუსეთის ჰანტი- მანსიისკში გასამართი საჭადრაკო ოლიმპიადისთის მზადება, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრებს ტიტულის დაცვა მოუწევთ.
აგრეთვე, განიხილეს ჭადრაკის სასახლის ფედერაციაზე გადაცემის საკითხიც, რომლის გადაჭრაშიც მინისტრმა დახმარება აღუთქვა მოჭადრაკეებს.
მრავალგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნანა ალექსანდრიამ ისაუბრა საქართველოში არსებულ სამწვრთნელო კადრების დეფიციტზეც. სასურველია, მცირე ხნით მაინც უცხოელი მწვრთნელის მოწვევა წამყვანი მოჭადრაკეებისათვის.
ლადო ვარძელაშვილის თქმით, ჭადრაკს საქართველოში უდიდესი ტრადიციები გააჩნია და სამომავლოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოთამაშეებისათვის ყველა ის პრობლემა მოგვარდეს, რაც დღეისათვის ფედერაციას აქვს და საჭიროა სამომავლო გეგმების განხილვა-წარმოდგენა,
’ჭადრაკის განვითარებაზე ზრუნვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას და ამოქმედდეს ჭადრაკის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ჭადრაკის სამომოვალო განვითარებისათვის ინფრასტრუქტურისა და სხვა აუცილებელი პრობლემების მოგვარებისათვის.’