ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გენერალური სპონსორი
 Home
 Site map
 Contact
დეტალური ძიება
რეგისტრაცია / ავტორიზაცია
30-07-2010
გრან–პრი ულან –ბატორში...

   

29 ივლისს მონღოლეთის დედაქალაქ ულან–ბატორში ფიდეს ვერსიით ქალთა გრან–პრის სერიის მეხუთე ეტაპის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ მონღოლეთი  დიდი საჭადრაკო  ტრადიციებით არ გამოირჩევა და მსგავსი მასშტაბის  ღონისძიებაც პირველად ტარდება.

ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციაში  მხოლოდ 3 დიდოსტატია: 2 ვაჟი და 1ქალი (გრან–პრის მონაწილე ბახტიაგ მონგოთული) გაერთიანებული.

 

ტურნირს გახსნის დღეს ფიდეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის მონაწილეობით,

საძირკველი ჩაუყარეს საჭადრაკო აკადემიის შენობას.

 

პირველ ტურში მეხუთე ეტაპის ერთადერთი ქართველი მონაწილე  მსოფლიოს ექს–ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე მასპინძელთა წარმომადგენელს თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდება.

 თამაშები თბილისის დროით 11.00 დაიწყება.

პარტიების პირდაპირი ჩვენება: http://ulaanbaatar2010.fide.com/live-games.html

 



 
<<პირველი <წინა  |  შემდეგი> ბოლო>>
სიახლეები | მთავარი | ტურნირები | მოჭადრაკეები | ისტორია | ფედერაცია | კონტაქტი 2010 GCF.ORG.GE
All Rights Reserved Created By
HAPPY