930x90 Website name and slogan

Blogs

XV საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

23 ივნისი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

   -23 ივნისი, 17:00 სთ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

   - ივნისში ჩატარდება ოთხი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ყოველ კვირა დღეს.

ბელა ხოტენაშვილი მსოფლიო ჩემპიონს დაუპირისპირდება!

 

საქართველოს ნაკრების წევრი, ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ბელა ხოტენაშვილი ჩინეთის ქალაქ  ვენჩჟოუში 14- 19 ივლისს ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნს დაუპირისპირდება.  მეტოქეები 4 კლასიკურ პარტიას ითამაშებენ, ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვებულს სწრაფ ჭადრაკში დაპირისპირება გაარკვევს.

ცზიუ ვენცზიუნი  ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ემზადება და ქართველი დიდოსტატი მისთვის ყველაზე  საინტერესო მეტოქე აღმოჩნდა.   

რიგით მე-14...

 

ირაკლი ახვლედიანის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ტრადიციული, რიგით მე-14 შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოესს კონკურენტებს. II-III ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.ნიკოლოზ ჩხაიძე;

3.თამაზ მგელაძე;

საქართველოს რეიტინგ-ჩემპიონატი...

 

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს პირველობა სხვადასხვა რეიტინგ-კატეგორიებში. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ როგორც პროფესიონალი ასევე მოყვარული მოჭადრაკეები. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და 16 ივნისამდე გასტანა. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 5 000 ლარს შეადგენდა.

U1400

ვაჟები

ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა

დიდი დიღომში მდებარე ‘ჭადრაკის დედოფლის აკადემიამ’ მორიგ საშაბათო ტურნირს უმასპინძლა ელვისებურ ჭადრაკში.

შეჯიბრი 14 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 13 ტურად გაიმართა. 12 (!) პარტიაში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ ირაკლი ახვლედიანმა.

გამარჯვებულს  1,5 ქულით ჩამორჩა ნიკა ვოლკოვი, ხოლო მესამე ადგილზე 10 ქულით  დავით ლომსაძე გავიდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება ტელეკომპანია ‘რუსთავი 2’ - ის სიუჟეტში ჭადრაკის თემასთან გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

‘საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019’ - III ეტაპი სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა შორის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

18-19 ივნისი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

   საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

     რაპიდში საქართველოს გრან-პრის III ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

Top