930x90 Website name and slogan

Blogs

სომხეთის ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო

სომხეთის ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო,

სრული მიმართვის ტექსტი იხილეთ დოკუმენტში:

 

ანდრია დადიანი

საქართველოში უხსოვარი დროიდან თამაშობენ ჭადრაკს,გადმოცემის თანახმად, ძველად, ქალი როცა თხოვდებოდა მზითევში ‘ვეფხისტყაოსანს’ და ჭადრაკს ატანდნენ. სამწუხაროდ, მემატიანეს არ შემოუნახავს უძლიერეს მოჭადრაკეთა სახელები. ისტორიაში ცნობილ ქართველ მოჭადრაკეთა სიას სათავეში ანდრია დადიანი უდგას.ჭადრაკზე უზომოდ შეყვარებული, ხელგაშლილი მეცენატი და XIX საუკუნის მეორე ნახევრის უძლიერესი ქართველი მოთამაშე.

ქალთა გუნდი - საუკეთესოა!

6 იანვარს, 20:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს " 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოების ცერემონიალი.
ნომინაციაში საუკეთესო გუნდი გაიმარჯვა საქართველოს ქალთა ნაკრებმა!

2015 წლის ჩვენი ქალების მონაგარი:

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ოქრო;
ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაო;
ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქრო.

ვუქომაგოთ ჩვენს ქალებს!

დღეიდან, ირანის დედაქალაქში სტარტს აიღებს 2015-2016 წწ. მსოფლიოს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპი. ტურნირში მსოფლიოს 12 უძლიერესი ქალი იასპარეზებს და მათ შორის 2 ქართველია: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი.

შეგახსენებთ სერიის პირველი ეტაპი მონაკოში გაიმართა 2015 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდეგი ეტაპები - ბათუმსა (აპრილი) და ჩენგდუშია( ჩინეთი;ივლისი) დაგეგმილი.

Top