930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონატის ფავორიტები დასაწყისშივე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...

ქალებისთვის ჩვეულ დაძაბულ საჭადრაკო გარემოში ჩაიარა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურმაც. ყურადღების ცენტრში 2 რეიტინგ-ფავორიტის: ხოტენაშვილი - ჯავახიშვილი შეხვედრა იყო....

 

მეორე ტურის შედეგები:

გავაშელი 0 : 1  მელია

მიქაძე         ½ : ½   ხუხაშვილი

ხოტენაშვილი 0 : 1  ჯავახიშვილი

ხურციძე      1 : 0   ხომერიკი

გვეტაძე       ½ : ½   არაბიძე

ვახანია  - ლომინეიშვილი

 

ორი რეიტინგ–ფავორიტის ბელა ხოტენაშვილის და ლელა ჯავახიშვილის პარტია იყო ტურის ცენტრალური შეხვედრა. თეთრებით მოთამაშე ბელამ ძალიან სარისკოდ გაითამაშა დებიუტი. 0–0–0–ის ნაცვლად სჯობდა 0–0, ორმხრივი თამაშით. თავის მხრივ ლელას შეეძლო 0–0–0ზე აეყვანა პაიკი მd4 13მd4 ლდ4 14კc3 კa3 15მფb1 ლe4! დიდი უპირატესობით. 12...მe4-ის შემდეგაც ლელამ შეინარჩუნა უპირატესობა და ზედმეტი პაიკი, მაგრამ რეალიზაციის დროს დაუშვა შეცდომა 25...ეd6 (სჯობდა 25...c5), რომლის შემდეგაც პოზიცია გათანაბრდა და წესით ყაიმით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ლელა ეცადა გამოეყენებინა პოზიციაში არსებული ყველა რესურსი და პატარა ტაქტიკური მახე დაუგო ბელას, რომელმაც ვერ შენიშნა შავების ძლიერი 31...ლe5 სვლა და პაიკთა ენდშპილში გადარჩენის შანსი აღარ ჰქონია. ყაიმით დასრულდებოდა პარტია, რომ ეთამაშა ბელას 31ეd5 ლc6 32მფბ2 ლd5 33ლc7 ყაიმით.

 

ხურციძე– ხომერიკი

1b4 სვლით დაიწყო პარტია ნინო ხურციძემ და წესით სადებიუტო უპირატესობაზე ბრძოლა უნდა გასჭირვებოდა, თუმცა ნინო ხომერიკმა ძალიან პასიურად ითამაშა დებიუტში და შემდგომ შუა თამაშშიც, რითაც საშუალება მისცა ნინო ხურციძეს დაუფლებოდა დიდ სივრცობრივ და პოზიციურ უპირატესობას, რომელიც შემდგომ თამაშში დამაჯერებლად მიიყვანა გამარჯვებამდე.

 

მიქაძე–ხუხაშვილი

გათამაშდა უფიმცევის დაცვა, სადაც თეთრებმა უპრეტენზიოდ გაითამაშეს დებიუტი, თუმცა შავების არასწორი გეგმის არჩევის შემდეგ, შუა თამაშში მირანდა აშკარა უპირატესობას დაეუფლა და ჩემთვის მოულოდნელი იყო მისი მხრიდან საბოლოო პოზიციაში ყაიმზე შეთანხმება.

 

 

                                                             გავაშელი–მელია

გათამაშდა ძველინდური დაცვა,სადაც თეთრებმა ძალიან გაამარტივეს თამაში, და დებიუტიდანვე გადავიდნენ უარეს ენდშპილში. ენდშპილში ძალიან ძლიერი იყო შავების ძველინდურის შავუჯროვანი კუ. პარტია ლოგიკურად მიმდინარეობდა და შავების გამარჯვებითაც უნდა დასრულებულიყო, როდესაც ორმხრივ ცაიტნოტში დაიწყო წარმოუდგენელი შეცდომები. თეთრებმა ითამაშეს 38g4 რაზეც fgამთავრებდა თამაშს, მაგრამ სალომემ დაუშვა უხეში შეცდომა 38...hg და 39h5–ის მერე მისი მეფე საშამათო ქსელში მოექცა. თავის მხრივ, როგორც ხშირად ხდება ხოლმემეორმოცე საკონტროლო სვლაზეთეთრებმა ასევე დაუშვეს უხეშიშეცდომა. 40კd5-ის მერე ისინი მარტივად იგებდნენ პარტიას. შემდგომში სხვადასხვა ფერის კუთა ენდშპილში, თეთრებს სერიოზული შანსები ჰქონდათ ყაიმის დამთავრების, თუმცა მათ ეს შანსები ვერ გამოიყენეს.

 

 

                                                       გვეტაძე–არაბიძე

გათამაშდა რეტის დებიუტი, სადაც შავებმა ადვილად გაათანაბრეს პოზიცია და დებიუტიდან გასვლის შემდგომ თანაბარ პოზიციაში მეტოქეები დაზავდნენ.

 

 

                                                      ვახანია–ლომინეიშვილი

ისევე როგორც პირველ პარტიაში, ალამ ამჯერადაც თავი აარიდა თეორიას და მაიამ უპრობლემოდ გაათანაბრა პოზიცია, თუმცა დებიუტიდან გასვლის შემდეგ სერიოზული უზუსტობა დაუშვა (14...კd5) და საშუალება მისცა თეთრებს დაუფლებოდნენ ინიციატივას.თეთრების მხრიდანყურადღებას იმსახურებდა 19მe1, შემდგომ f3,მc5–ის იდეით. თეთრებისუზუსტობის 26ლb4–ის შემდეგ შავები დაეუფლენ ინიციატივას და რამოდენიმე მომენტში უპირატესობის გაზრდის სერიოზული შანსი გაუშვეს ხელიდან. გამოვყოფ ორ მომენტს სადაც უკეთ შეეძლო მაიას თამაში: 30...ლf4და 34...d3. 35…e3-ის შემდეგ, პოზიცია გათანაბრდა და ლოგიკურად დასრულდა ყაიმით.

 

 

  • Title: ჩემპიონატის ფავორიტები დასაწყისშივე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...
  • Posted by:
  • Date: 26-03-2016 2:40 PM
  • Tags:
Top