
დავით ჯოჯუა, ლუკა პაიჭაძე და დავით მაღალაშვილი ქვეყნის ჩემპიონატის მეორე წრეში იასპარეზებენ.
დავით ჯოჯუას და მერი არაბიძის პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი (10წთ.) კი ჯოჯუას გამარჯვებით: 1,5:0,5 დასრულდა.
ანალოგიურად განვითარდა დავით მაღალაშვილის და ნიკოლოზ პეტრიაშვილის მატჩიც. ჯერ 1:1 და შემდეგ 1,5:0,5 მაღალაშვილის სასარგებლოდ.
ხოლო, ლუკა პაიჭაძემ პირველივე ტაი-ბრეიქში 1,5:0,5 დაამარცხა ნიკოლოზ კაჭარავა.
ამრიგად, მეორე წრეში ითამაშებენ: ფანცულაია, არუთინიანი, ბერაძე, ყუფარაძე, შანავა, პაიჭაძე,მაღალაშვილი,ჯოჯუა.
მეორე წრის პირველ სათამაშო დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ლევან ფანცულაია- ირაკლი ბერაძე
დავით არუთინიანი- კონსტანტინე შანავა
დავით ჯოჯუა- გიგა ყუფარაძე
ლუკა პაიჭაძე- დავით მაღალაშვილი
თამაშების დასაწყისი: 14:00- ზე.
ანალიზით პარტიების პირდაპირი ჩვენება
საქართველოს ფედერაციის საჭადრაკო ტელევიზია.

- Title: ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია!
- Posted by:
- Date: 08-02-2019 8:40 PM
- Tags: