930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

მეოთხეზე დაასრულა...

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში  დასრულდა უძლიერესი ქალთა დახურული ‘Cairns Cup’  გათამაშება ორი ქართველი დიდოსტატის:ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის მონაწილეობით.

მსოფლიო საჭადრაკო  რეიტინგ-სიის წამყვანი 10 დიდოსტატი ქალი ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდნენ.

ტურნირი პირველად გაიმართა და მისი  საპრიზო ფონდი 150 000$ -ს შეადგენდა საიდანაც გამარჯვებული   40 000$-ით დაჯილდოვდა; მე- 2 ადგილი - 30 000$;3- 20 000$; 4-15 000$; 5-10 000$; 6 -9 000$; 7- 8 000$; 8- 7000$; 9—6 000$; 10 – 5 000$;

ქართველი მოჭადრაკეების გარდა მონაწილეთა შორის იყვნენ:მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა, ელიზაბეტ პეტცი, მარი სება, ჰარიკა დრონავალი, ჟანსაი აბდუმალიკი, ირინა კრაში და ანა ზატონსკიხი.

შეჯიბრი  საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, გამარჯვებისთვის ძირითადად გუნინა და კოსტენიუკი იბრძოდნენ, ხოლო ქართველმა მოჭადრაკეებმა შედარებით   პასიურად დაიწყეს ასპარეზობა, თუმცა შემდეგში გამოასწორეს მდგომარეობა. საბოლოოდ ეროვნული ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა 8-9 ადგილები გაინაწილა.

სატურნირო ცხრილი:

1.ვალენტინა გუნინა (რუსეთი;2501) – 7 ქულა;

2.ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2532) – 6.5 ქულა;

3.ირინა კრაში  (აშშ;2435) – 5,5 ქულა;

4.ნანა ძაგნიძე (საქართველო;2513) – 5 ქულა;

5-6. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი;2471), ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი;2468)-4,5 ქულა;

7.ანა ზატონსკიხი (აშშ) – 3,5 ქულა;

8 -9.ბელა ხოტენაშვილი (საქართველო; 2491), მარი სება (საფრანგეთი;2476) – 3 ქულა;

10.ელიზაბეტ პეტცი (გერმანია;2466) – 2,5 ქულა.

ოფიციალური ვებგვერდი

  • Title: მეოთხეზე დაასრულა...
  • Posted by:
  • Date: 16-02-2019 5:24 PM
  • Tags:
Top