
ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიოს გუნდური ჩმეპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფრედ დაასრულა პრინციპული შეხვედრა უკრაინის უძლიერეს გუნდთან.
ყაიმი დააფიქსირეს: ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა მსოფლიოს ექსჩემპიონებთან: მარია მუზიჩუკთან და ანა უშენინასთან.
მერი არაბიძემ ბრწყინვალედ ითამაშა შავი ფერის ფიგურებით და დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეხეთუ ნომერი ანა მუზიჩუკი!
სამწუხაროდ დამარცხდა ნინო ბაციაშვილი ინა გაპონენკოსთან დაპირისპირებაში.
საქართველო – უკრაინა
ბელა ხოტენაშვილი (2474) ½:½ მარია მუზიჩუკი (2560)
ანა მუზიჩუკი (2555) 0 : 1 მერი არაბიძე (2392)
ლელა ჯავახიშვილი (2455) ½:½ ანა უშენინა (2443)
ინა გაპონენკო (2427) 1 : 0 ნინო ბაციაშვილი (2454)
მომდევნო, მეხუთე ტურში ჩვენი ქალები უნგრელ კოლეგებს დაუპირისპირდებიან.
მეოთხე ტური:
ეგვიპტე 1,5 : 2,5 უნგრეთი
საქართველო 2 : 2 უკრაინა
ყაზახეთი 2,5 : 1,5 აშშ
სომხეთი 1,5 : 2,5 ჩინეთი
რუსეთი 3,5 : 0,5 ინდოეთი
მეხუთე ტური:
ინდოეთი - ეგვიპტე
ჩინეთი - რუსეთი
აშშ - სომხეთი
უკრაინა - ყაზახეთი
უნგრეთი - საქართველო
სატურნირო მდგომარეობა:
I-II ადგილი: რუსეთი, ჩინეთი - 8 ქულა;
III ადგილი: უკრაინა - 6 ქულა;
IV- V ადგილი: საქართველო, ინდოეთი - 4 ქულა;
VI - VII ადგილი: აშშ, ყაზახეთი - 3 ქულა;
VIII- IX ადგილი: სომხეთი, უნგრეთი - 2 ქულა;
X ადგილი: ეგვიპტე - 0 ქულა;
ვაჟები
მეოთხე ტური:
შვედეთი 3 : 1 აზერბაიჯანი
აშშ 2 : 2 ყაზახეთი
რუსეთი 2 : 2 ინგლისი
ინდოეთი 2 : 2 ჩინეთი
ირანი 3 : 1 ეგვიპტე
მეხუთე ტური:
ეგვიპტე - შვედეთი
ჩინეთი - ირანი
ინგლისი - ინდოეთი
ყაზახეთი - რუსეთი
აზერბაიჯანი - აშშ
სატურნირო მდგომარეობა:
I ადგილი: რუსეთი - 7 ქულა;
II - IV ადგილი: ინდოეთი, აშშ, ინგლისი - 6 ქულა;
V ადგილი: ირანი - 5 ქულა;
VI ადგილი: ყაზახეთი - 4 ქულა;
VII ადგილი: ჩინეთი - 3 ქულა;
VIII ადგილი: შვედეთი - 2 ქულა;
IX ადგილი: აზერბაიჯანი - 1 ქულა;
X ადგილი: ეგვიპტე - 0 ქულა;

- Title: დაძაბული ფრე უკრაინასთან...
- Posted by:
- Date: 09-03-2019 1:56 AM
- Tags: