
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- მიზანი და ამოცანები:
- საქართველოს რეგიონებში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
- საქართველოს უძლიერესი კლუბების გამოვლენა.
- 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა გამოვლენა.
- სისტემა და კვალიფიკაცია:
- ჩემპიონატი გაიმართება აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებად.
- ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, წრიული სისტემით, ორ წრედ.
- დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
- საჭიროების შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- დროის კონტროლი:
- ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
- მონაწილენი:
- ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 10-10 საჭადრაკო კლუბს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი იურიდიული სტატუსი და აქვთ შესაძლებლობა უზრუნველყონ მატჩის ჩატარება. კლუბი გაწევრიანებული უნდა იყოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში. თითოეულ ქვეჯგუფში 10-ზე მეტი მონაწილე მსურველი კლუბის შემთხვევაში მონაწილეობის უფლებას განსაზღვრავს წარმოდგენილი გუნდების ძირითადი შემადგენლობის მოჭადრაკეების უკეთესი საშუალო ფიდეს რეიტინგი.
გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 8 მონაწილით:
I-II დაფა - ღია (ნებისმიერი მოჭადრაკე);
III, IV დაფა - 16 წლამდე (დაბადებულნი 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ);
V, VI დაფა - 12 წლამდე (დაბადებულნი 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ);
VII, VIII დაფა - 10 წლამდე (დაბადებულნი 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ).
ყველა გუნდი უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული.
გუნდის განაცხადის წარმოდგენისას შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას ყოველ დაფაზე 1 ან მეტი
სათადარიგო მონაწილე.
\ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებმა 2019 წლის 20 მარტამდე უნდა წარმოადგინონ გუნდების სახელობითი
განაცხადი ძირითადი და სათადარიგო მოჭადრაკეების საბოლოო შემადგენლობა დაფების მიხედვით.
რეგისტრაცია:
რეგისტრაციისათვის კლუბებმა უნდა წარმოადგინონ:
- 1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- 2. საბანკო რეკვიზიტები;
- 3. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება;
- 4. კლუბსა და კლუბის წევრებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მარტი.
- სამივლინებო ხარჯები:
- საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ კლუბები ან სხვა მიმავლინებელი ორგანიზაციები.
- გამარჯვებულთა გამოვლენა:
- გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით.
- მოგება განისაზღვრება - 2 ქულით, ფრე - 1 ქულით, წაგება - 0 ქულით.
- თაი – ბრეიქი:
- ორი ან მეტი გუნდის მიერ ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ქულათა საერთო ჯამის მიხედვით; 2. ურთიერთშორის მატჩის შედეგით; 3.ზონნებორნ-ბერგერის სისტემით.
- ტურნირის განრიგი:
ტური |
რიცხვი |
დღე |
საათი (I ტური) |
საათი (II ტური) |
I-II ტური |
6 აპრილი |
შაბათი |
12:00 |
15:00 |
III-IV ტური |
13 აპრილი |
შაბათი |
12:00 |
15:00 |
V-VI ტური |
25 მაისი |
შაბათი |
12:00 |
15:00 |
VII-VIII ტური |
3 სექტემბერი |
სამშაბათი |
12:00 |
15:00 |
IX-X ტური |
14 სექტემბერი |
შაბათი |
12:00 |
15:00 |
XI-XII ტური |
19 ოქტომბერი |
შაბათი |
12:00 |
15:00 |
XIII-XIV ტური |
26 ოქტომბერი |
შაბათი |
12:00 |
15:00 |
XV-XVI ტური |
2 ნოემბერი |
შაბათი |
12:00 |
15:00 |
XVII-XVIII ტური |
30 ნოემბერი |
შაბათი |
12:00 |
15:00 |
- დაჯილდოება:
- ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება გარდამავალი თასით.
I – III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
- -II ადგილზე გასულ გუნდები მოიპოვებენ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.
კლუბებს ასევე გადაეცემათ საჭადრაკო ინვენტარი:I ადგილი - 12 ელექტრონული საათი, 12 ჭადრაკი;
- I ადგილი - 8 ელექტრონული საათი, 8 ჭადრაკი;
III ადგილი - 5 ელექტრონული საათი, 5 ჭადრაკი;
IV ადგილი - 3 ელექტრონული საათი, 3 ჭადრაკი;
V ადგილი - 2 ელექტრონული საათი, 2 ჭადრაკი.
- საერთო წესები:
- დასავლეთ ზონაში შეჯიბრება ჩატარდება შემდეგი პრინციპით:
- კენჭისყრის შედეგად თეთრებით მოთამაშე ჩაითვლება “მასპინძელ” კლუბად, ხოლო შავებით მოთამაშე - “სტუმარ” კლუბად.
- სტუმარი” კლუბი ვალდებულია შეჯიბრების განრიგის შესაბამისად ჩავიდეს სათამაშოდ “მასპინძელ” კლუბთან. - აღმოსავლეთ ზონაში შეჯიბრება ჩატარდება შემდეგი პრინციპით: ყველა ტური გაიმართება თბილისში, ჭადრაკის სასახლეში შეჯიბრების განრიგის შესაბამისად.
- სათამაშო დღეებში კლუბებს სატრანსპორტო ხარჯებით უზრუნველყოფს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ყოველი ტურის წინ 2 დღით ადრე კლუბმა უნდა წარმოადგინოს ტურნირის დირექტორთან (a.arsenidze1973@gmail.com) მატჩისთვის გუნდის განაცხადი. განაცხადის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კლუბი ითამაშებს ძირითადი სასტარტო შემადგენლობით.
- ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- გუნდის ტურნირიდან გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნება კლუბის მიერ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.
- ნებისმიერ მონაწილე კლუბს უფლება აქვს მატჩის დამთავრებიდან 1 საათის განმავლობაში გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
კლუბი ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - ალექსანდრე არსენიძე:
ელ.ფოსტა: a.arsenidze1973@gmail.com მობ: 599-92-96-87.

- Title: 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის I ლიგა
- Posted by:
- Date: 10-03-2019 6:04 PM
- Tags: