930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

კონტინენტის ჩემპიონი დაამარცხეს!

ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ქალთა ჩემპიონატის მეექვსე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით: 3,5: 0,5 დაამარცხა კონტინენტის ჩემპიონი ეგვიპტის გუნდი!

პარტიები მოიგეს: ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ, ხოლო  მერი არაბიძემ  ყაიმი დააფიქსირა. ამრიგად, საქართველოს ნაკრები 8 ქულით მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, ლიდერი ჩინეთია 12 ქულით, მეორეზე  რუსეთია 10 ქულით ხოლო მესამეზე უკრაინა  9 ქულით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი თითქმის ყველა ძლიერ მეტოქეს ეთამაშა გარდა რუსეთისა, რომლებსაც ქართველები ბოლო ტურში დაუპირისპირდებიან.
მსოფლიო პირველობის მეშვიდე ტურში, რომელიც 12 მარტს შედგება, ცენტრალური უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირება იქნება, ჩინეთი ეგვიპტეს ეთამაშება, საქართველოს მეტოქე კი მასპინძელი ყაზახეთი იქნება.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. 5-14 მარტი. ასტანა (ყაზახეთი)
ქალები
მეექვე ტურის შედეგები:
     ეგვიპტე            0,5 : 3,5       საქართველო 
შაჰენდა ვაფა      (2175)   0 : 1   ბელა ხოტენაშვილი (2474)
მერი არაბიძე     (2392)  ½: ½   აია მოაატაზი (2036)
ემან ელანსარი   (1944)  0 : 1    ნინო ბაციაშვილი (2454)
სალომე მელია   (2385)  1 : 0    ტასნეემ ეჰაბი (1841)

ყაზახეთი    2,5 : 1,5   უნგრეთი
სომხეთი     1,5 : 2,5    უკრაინა
რუსეთი      2,5 : 1,5    აშშ
ინდოეთი    1,5 : 2,5    ჩინეთი

სატურნირო მდგომარეობა:

I  ადგილი  - ჩინეთი - 12 ქულა;

II  ადგილი - რუსეთი  - 10 ქულა;

III  ადგილი -  უკრაინა   -9 ქულა;

IV ადგილი - საქართველო - 8 ქულა

V- VI ადგილი  - ინდოეთი, ყაზახეთი - 6 ქულა;

VII -  ადგილი -  აშშ - 5 ქულა;

VIII- IX   ადგილი  - სომხეთი, უნგრეთი - 2 ქულა;

X  ადგილი - ეგვიპტე - 0 ქულა;

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

ბელა ხოტენაშვილი (2474) – 4 (6)
მერი არაბიძე             (2392)  - 3 (5)

ლელა ჯავახიშვილი (2455)  - 2(4)
ნინო ბაციაშვილი     (2454)  – 3(5)
სალომე მელია          (2385)  - 3,5(4)

მეშვიდე ტურის შეხვედრები:
საქართველო – ყაზახეთი
ჩინეთი – ეგვიპტე
აშშ – ინდოეთი
უკრაინა – რუსეთი
უნგრეთი – სომხეთი

ვაჟები
მეექვსე ტურის შედეგები:
შვედეთი   0,5:3,5    აშშ
რუსეთი       2 : 2      აზერბაიჯანი 
ინდოეთი 3,5 : 0,5   ყაზახეთი 
ირანი           1 : 3     ინგლისი 
ეგვიპტე        2 : 2    ჩინეთი 

სატურნირო მდგომარეობა:

I   ადგილი: რუსეთი - 10 ქულა;

II -  III ადგილი:  ინდოეთი, ინგლისი - 9 ქულა;

IV  ადგილი - აშშ  - 8 ქულა;

V  ადგილი -  ჩინეთი  - 6 ქულა;

VI ადგილი -  ირანი   - 5 ქულა;

VII - IX  ადგილი - ყაზახეთი, შვედეთი,აზერბაიჯანი   - 4 ქულა;

X    ადგილი -  ეგვიპტე  - 1 ქულა;

მეშვიდე ტურის შეხვედრები:
ჩინეთი – შვედეთი 
ინგლისი – ეგვიპტე
ყაზახეთი – ირანი
აზერბაიჯანი – ინდოეთი
აშშ – რუსეთი

 

 

  • Title: კონტინენტის ჩემპიონი დაამარცხეს!
  • Posted by:
  • Date: 12-03-2019 1:20 AM
  • Tags:
Top