930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

მედალთცვენა ასტანიდან!

ჩვენმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოს  გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში დაძაბულ ბრძოლაში ფრედ დაამთავრეს შეხვედრა რუსეთის უძლიერეს ნაკრებთან! ქართველების უშუალო კონკრენტმა უკრაინის გუნდმა კი დიდი ანგარიშით (0,5:3,5) წააგო ჩინეთის გუნდთან. აღსანიშნავია, რომ ჩინელებმა ყველა სამატჩო შეხვედრა მოიგეს და დამსახურებულად მოიპოვეს უძლიერესის ტიტული. მეორე საპრიზო ადგილზე 14 ქულით რუსი მოჭადრაკეები გავიდნენ. 12-12 ქულით III-IV ადგილები საქართველომ და უკრაინამ გაინაწილეს. თუმცა,საერთო ჯამური ქულებით ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებმა დაისაკუთრა.

ბრწყინვალედ იასპარეზეს  ქართველმა ქალებმა ინდივიდუალურ დაფებზეც! ოქროს მედალი დაისაკუთრა სალომე მელიამ სათადარიგო დაფაზე, მეორე და მესამე დაფაზე  ვერცხლის მედალს  დაეპატრონენ: მერი არაბიძე და ლელა ჯავახიშვილი.პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გუნდის ლიდერმა ბელა ხოტენაშვილმა.მეოთხე დაფაზე მეოთხეზე გავიდა ნინო ბაციაშვილი, რომელმაც ყველა პარტია შავებით ითამაშა!

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

ბელა ხოტენაშვილი (2474) – 5,5 ქულა (9-დან)

მერი არაბიძე              (2392)  - 4 (7)
ლელა ჯავახიშვილი (2455) - 4 (7)

ნინო ბაციაშვილი      (2454) – 5 (8)

სალომე  მელია           (2385) – 4,5 (5)

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. 5-14 მარტი. ასტანა (ყაზახეთი)
ქალები
ბოლო ტური
საქართველორუსეთი 2:2
ბელა ხოტენაშვილი (2474) 1/2:1/2  კატერინა ლაჰნო (2559)
ალექსანდრა კოსტენიუკი (2545) 1/2:1/2   მერი არაბიძე (2392)
ლელა ჯავახიშვილი (2455) 1/2:1/2  ვალენტინა გუნინა (2515)
ალეკსანდრა გორიაჩკინა (2504) 1/2:1/2   ნინო ბაციაშვილი (2454)

     აშშ       2,5:1,5  ეგვიპტე
უკრაინა   0,5:3,5  ჩინეთი
უნგრეთი   2 :  2   ინდოეთი
ყაზახეთი   3 : 1   სომხეთი

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
1. ჩინეთი – 18 ქულა;
2. რუსეთი – 14 ქულა;
3. საქართველო – 12 ქულა;
4. უკრაინა     – 12 ქულა;
5. ყაზახეთი – 10 ქულა;
6. ინდოეთი – 9 ქულა;
7. აშშ            –  7 ქულა;
8. სომხეთი –  4 ქულა;
9. უნგრეთი – 4 ქულა;
10 ეგვიპტე  –  0 ქულა;

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • Title: მედალთცვენა ასტანიდან!
  • Posted by:
  • Date: 14-03-2019 11:36 PM
  • Tags:
Top