
საერთაშორისო ოსტატმა თამაზ მგელაძემ ერთპიროვნულად გაიამრჯვა ჭადრაკის სასახლეში გამართულ ტრადიციულ, ყოველკვირეულ ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულმა შესანიშნავი შედეგი 11-დან 10 დააფიქსირა და დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ირაკლი ახვლედიანმა და ისევე როგორც წინა კვირას მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ თევზაძემ აჩვენა 7,5 ქულით, 1880-მდე სარეიტინგო კატეგორიაში ვახტანგ ქარელიძემ, ხოლო 1500-მდე თამარ თასოშვილმა.

- Title: ტრადიცული ტურნირი მგელაძის გამარჯვებით დასრულდა...
- Posted by:
- Date: 31-03-2019 10:06 PM
- Tags: