
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა.ვადამდე ადრე გაინაღდა ჩემპიონობა საქართველოს ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა. თუმცა, დანარჩენი საპრიზო ადგილებისათვის უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა მიუხედავად ფრედ დასრულებული შეხვედრებისა. დასკვნით დღეს შედეგიანი სამი პარტია იყო: ნინო ხურციძემ დამარცხა ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზე მყოფი მაია ლომინეიშვილი,ხოლო სოფო ხუხაშვილმა ანა გავაშელთან მოგებით მეორეზე გადაინაცვლა. აგრეთვე გაიმარჯვა სოფო გვეტაძემ ალექსანდრა ვახანიასთან პარტიაში. ფრედ პარტია დასრულა და უკეთესი ბუჰგოლცით მესამე საპრიზო ადგილზე სალომე მელია გავიდა.
დებულებით ჩემპიონატზე გათვალისწინებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:
I ადგილი - 5 500 ლარი
II ადგილი - 4 500 ლარი
III ადგილი - 3 500 ლარი
IV ადგილი - 2 500 ლარი
V ადგილი - 1 500 ლარი.
გარდა ამისა, სამეულში გასული მონაწილეები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსებით მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქალთა შორის.

- Title: სამეული გაირკვა!
- Posted by:
- Date: 05-04-2016 10:19 PM
- Tags: