
მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების პრიზიორი ანასტასია კირთაძე სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე.
ქუთაისელმა მოჭადრაკემ 9-დნა 7 ქულა დააგროვა და დაძაბულ ბრძოლაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ევროპის ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად, 6 ასაკობრივ კატეგორიაში (08;10;12;14;16;18) 12 ტურნირად გაიმართა როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.
ბრატისლავაში სულ 48 ქვეყნის 1300-ზე მეტი მოზარდი შეეჯიბრა ერთმანეთს ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში. საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე 23 მოზარდი იცავდა.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი:
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
სხვადასხვა წლებში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ქართველი გამარჯვებულები;
10 წლამდე:
ნანა ძაგნიძე (1997);
ნაზი პაიკიძე (2003);
მერი არაბიძე (2004);
12 წლამდე:
ვალერიან გაფრინდაშვილი (1993;1994);
ანა მათნაძე (1994; 1995);
ნანა ძაგნიძე (1999);
ნაზი პაიკიძე (2005);
მერი არაბიძე (2006);
14 წლამდე:
გიორგი მარგველაშვილი (2004);
დავით ბენიძე (2005);
ანა მათნაძე (1997);
ლელა ჯავახიშვილი (1998)
ნაზი პაიკიძე (2007);
მერი არაბიძე (2008);
16 წლამდე:
ანა მათნაძე (1998);
ნაზი პაიკიძე (2008);
მარიამ დანელია (2010);
18 წლამდე:
მიხეილ მჭედლიშვილი (1997);
ზვიად იზორია (2001);
ინგა ჭარხალაშვილი (2001);
სალომე მელია (2004; 2005);
ქეთი წაწალაშვილი (2010);
ნინო ხომერიკი (2015;2016 )

- Title: ბრინჯაო, ევროპაზე!
- Posted by:
- Date: 11-08-2019 9:52 PM
- Tags: