930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

'შავი ზღვის დელფინი - 2019'

14 - დან   21  აგვისტოს  ჩათვლით  ქ ბათუმში  გაიმართა  საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი  ‘’  შავი  ზღვის  დელფინი – 2019’’  8, 10,  12 და 14  წლამდე  ასაკის  ჭაბუკთა  და გოგონათა  შორის. 

ტურნირი გაიმართა  შვეიცარული სისტემით   7  ტურად. მონაწილეობდნენ     საქართველოს,  სომხეთის,  რუსეთის, უკრაინის და ნიგერიის მოჭადრაკეები. ორგანიზატორები  –  აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია  და  აჭარის  სპორტის   დეპარტამენტი.   4 ასაკობრივ კატეგორიაში  გამოვლინდა  40 გამარჯვებული, (პირველი  ხუთეული).

 ოთხივე ასაკობრივ  ჯგუფში გამარჯვებული  მოჭადრაკეები  დაჯილდოვდნენ  მედლებით, სიგელებით და ფასიანი  საჩუქრებით, ხოლო  ჩემპიონებს  (8 მოჭადრაკე)  გადაეცათ  აგრეთვე  თასები. საჩუქრები გადაეცათ ასევე  ფესტივალის  ყველაზე  პატარა  მონაწილეებს – ნუცა ამირაჯიბსა (გორი)  და სანდრო  მამულაძეს (ბათუმი).

 სამახსოვრო  საჩუქრები გადაეცათ  ფესტივალზე  ჩამოსულ მწვრთნელებსაც.

15 და 19 აგვისტოს  სამახსოვრო  საჩუქრით  მიულოცეს  დაბადების დღე შუახეველ ნინი კეკელიძესა და თბილისელ გიორგი ღურწკაიას.

გარდა  ამისა,   დებულებით  გათვალისწინებული  იყო  კონკურსი  მწვრთნელთა  შორის. გამოვლინდა  5  გამარჯვებული  მწვრთნელი:  1. ალექსი ტერ-კარაპეტიანი -ბათუმი  2. ოთარ დოლიძე - გორი  3. გიორგი ბეჭვაია -ზუგდიდი   4. ლეონიდ  ნეურონოვი  -  ბათუმი  5. ნინო  ჯვარშეიშვილი  - სამტრედია. ისინი დაჯილდოვდნენ დიპლომებითა  და შესაბამისი  ფასიანი  საჩუქრებით.

ყოველდღიურად  პარტიის  წინ  იმართებოდა საჭადრაკო  ვიქტორინები, სადაც გამარჯვებულები ჯილდოვდებოდნენ ფასიანი საჩუქრებით.

გამარჯვებულ  მოჭადრაკეებს  გადაეცა  საპრიზო  ფონდი 5 000 ლარი.  

 გამარჯვებულები:

 8 წლ.     1 – ქედელიძე ანეტა - ბათუმი                ძოწენიძე  გუჯა - ქუთაისი                                                             

10 წლ.    1 - კალანდაძე  მარიამ  -ბათუმი            გოგიაშვილი  გიორგი - ბათუმი -                                      

12 წლ.    1 - გორგილაძე  ანასტასია -ბათუმი      დარსალია  ნიკა  -ბათუმი

14 წლ.   1 – ჟღენტი  ნინო -ბათუმი                       წანაწყენიშვილი  ალექსანდრე - გურჯაანი

  • Title: 'შავი ზღვის დელფინი - 2019'
  • Posted by:
  • Date: 24-08-2019 12:48 AM
  • Tags:
Top