930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ჯობავას გამარჯვებით დასრულდა!

დიდ დიღომში მდებარე  ‘ჭადრაკის დედოფლის’ აკადემიაში დასრულდა საჭადრაკო ფესტივალ ‘მაიას თასის’ A ტურნირი. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა. აღსანიშნავია, რომ ბაადურმა დამარცხების გარეშე განვლო ასპარეზობა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და 7 ქულით II-VI ადგილები გაინაწილეს: ფიერმა,მაღალაშვილმა,ჯოჯუამ,ფანცულაიამ და ვოლკოვმა.

აღსანიშნავია, ნორჩი ქუთაისელი მოჭადრაკის გიორგი გიორგაძის წარმატება, რომელმაც ორ კატეგორიაში:14 წლამდე და 1800< რეიტინგის მონაწილეთა შორის აჩვენა საუკეთესო შედეგი.

ღია  ტურნირის ტექნიკური შედეგები:

I    ადგილი - ბაადურ ჯობავა (2700) – 7,5 ქულა;

II   ადგილი - ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია;2495) – 7 ქულა;

III  ადგილი- დავით მაღალაშვილი (2490) – 7 ქულა;

IV  ადგილი - დავით ჯოჯუა (2513) – 7 ქულა;

V    ადგილი- ლევან ფანცულაია (2598) – 7 ქულა;

VI   ადგილი -  ნიკა ვოლკოვი (2251) – 7 ქულა;

VII  ადგილი - გიგა ყუფარაძე (2636) – 6,5 ქულა;

კატეგორიებში საპრიზო ფონდი შემდეგნაირად განაწილდა:

U14 -  გიორგი გიორგაძე (1455) – 5,5 ქულა;

ELO 2000 < - აკაკი ზარდიაშვილი (1926)- 6 ქულა;

ELO 1800 < - აკაკი ღაჭავა (1677)- 5 ქულა;

ELO 1400 <  - მიხეილ კვირტია - 4,5 ქულა.

‘A’ ტურნირის დახურვა 8 სექტემბერს, 16:30 წთ. გაიმართება.

ხვალ, 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში ქალთა ‘B’ და ბავშვთა ‘C’ ტურნირი აიღებს სტარტს.

დებულება

ფოტოგალერეა

  • Title: ჯობავას გამარჯვებით დასრულდა!
  • Posted by:
  • Date: 07-09-2019 1:07 AM
  • Tags:
Top