930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ხოტენაშვილი დაწინაურდა!

'მაიას თასის' ქალთა ტურნირს პირველი სათამაშო დღის შემდეგ  ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი (2371)ჩაუდგა სათავეში.ხუთი ტურის შემდეგ მის აქტივში ოთხი გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრეა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-IV ადგილებს ინაწილებენ: სოფიკო ხუხაშვილი (2303),ალექსანდრა ვახანია (2188) და ნინო ხომერიკი (2320).მომდევნო ტურში ერთმანეთს: ვახანია-ხოტენაშვილი და ხუხაშვილი - ხომერიკი დაუპირისპირდება.

ქალთა ასპარეზობაზე  32 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის ორი ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ოთხი ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ექვსი ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატი, ერთი ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი და ერთი ფიდეს ოსტატი.

საპრიზო ფონდი  8750 ლარს შეადგენს რომელიც შემდეგნაირად განაწილდება:

1- 2500; 2- 1750; 3- 1200; 4 – 1000; 5 – 700; 6 – 500; 7 - 300

U14 – 200

ELO 2000< - 200

ELO 1800 < -200

ELO 1400 < - 200

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • Title: ხოტენაშვილი დაწინაურდა!
  • Posted by:
  • Date: 07-09-2019 11:28 PM
  • Tags:
Top