
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
4-11 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
ჩატარების ვადები და ადგილი:
04.11-11.11. 2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
მონაწილენი:
ა) U2000 ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდა
ფიდეს რეიტინგი 2000-ზე მეტი.
ბ) U1600 ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდა
ფიდეს რეიტინგი 1600-ზე მეტი.
გ) U1200 ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდა
ფიდეს რეიტინგი 1200-ზე მეტი.
დ) სამივე ტურნირში ასევე მონაწილეობის უფლება აქვთ ურეიტინგო მოჭადრაკეებს.
ე) ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი. სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
- 10-ზე ნაკლები მონაწილე ქალის შემთხვევაში ქალთა ტურნირი შეუერთდება ვაჟთა ტურნირს.
- აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
- ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის
(დაბადების მოწმობის) ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის
სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის 3 ნოემბრის 18.00
საათამდე:
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს "თიბისი ბანკი"
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 3 ნოემბრის 18.00 საათი.
- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)
- სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები (ოთხი ან მეტი შვილი) განთავისუფლებულნი არიან
სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (3 ნოემბრის 18.00
საათამდე) წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების თანდართვით.
- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს
მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
თაი – ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
- ტურნირის განრიგი:
ტური |
რიცხვი |
საათი |
ჩამოსვლის დღე |
4 ნოემბერი |
|
I ტურის კენჭისყრა |
5 ნოემბერი |
12:00 |
გახსნა |
15:00 |
|
I ტური |
15:00 |
|
II ტური |
6 ნოემბერი |
15:00 |
III ტური |
7 ნოემბერი |
15:00 |
IV ტური |
8 ნოემბერი |
15:00 |
V ტური |
9 ნოემბერი |
15:00 |
VI ტური |
10 ნოემბერი |
15:00 |
VII ტური |
11 ნოემბერი |
15:00 |
დახურვა |
11 ნოემბერი |
18:00 |
პრიზები: საპრიზო ფონდია - 5 000 ლარი.
|
U2000 |
U1600 |
U1200 |
|||
ადგ. |
ვაჟები |
ქალები |
ვაჟები |
ქალები |
ვაჟები |
ქალები |
1 |
600 |
400 |
500 |
350 |
400 |
250 |
2 |
450 |
250 |
350 |
200 |
250 |
150 |
3 |
300 |
100 |
200 |
80 |
100 |
70 |
- თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
გამარჯვებულები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს შესაბამის რეიტინგ
კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან თასებით.
- I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
საერთო წესები:
- ყაიმზე შეთანხმება მხოლოდ 30 სვლის შემდეგ.
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია
სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)
შესაბამისად.
- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება
ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.

- Title: საქართველოს ჩემპიონატი U2000, U1600, U1200 რეიტინგ კატეგორიებში ქალთა და ვაჟთა შორის
- Posted by:
- Date: 02-10-2019 6:05 PM
- Tags: