
რუმინეთის დედაქალაქში დაიწყო მსოფლიო პირველობა სენიორ-მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატზე საქართველოს ღისებას 6 მოჭადრაკე დაიცავს.
50+ წლამდე მოჭადრაკეთა შორის იასპარეზებენ: ზურაბ სტურუა (2540), ნიკოლოზ მანაგაძე (2450), გიორგი ბაღატუროვი (2423) და ციალა ქასოშვილი (2033).
65+ წლამდე კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი და ვარლამ ვეფხვიშვილი იბრძოლებენ საუკეთესოს წოდებისთვის.

- Title: სენიორებმა, რუმინეთში დაიწყეს ასპარეზობა!
- Posted by:
- Date: 12-11-2019 8:52 PM
- Tags: