
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ 14-16 ნოემბერს გრან პრის მეოთხე ეტაპს უმასპინძლა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
სწრაფ ჭადრაკში დამაჯერებლად გაიმარჯვა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლემ ნიკოლოზ პეტრიაშვილმა! გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და 1,5 ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ გიგა ყუფარაძეს. 6-6 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3.ირაკლი ახვლედიანი; 4.კამალ აგასიევი.
U2100-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი თორნიკე წერეთელმა აჩვენა, ხოლო U1700-მდე დენიელ საფაროვი იყო საუკეთესო.
საქართველოს ნაკრების წევრის გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა გრან პრის მეოთხე ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში! გიგამ, 9-დან 8 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისთვის. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩნენ და საპრიზო სამეულში ადგილები გაინაწილეს: 2. ალექსანდრ ფიერი; 3.ბაჩანა მორჩიაშვილი.
U2100-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი თენგიზ მინდიაშვილმა დააფიქსირა ხოლო U1700-მდე ლუკა მიქავამ.

- Title: მეოთხე ეტაპიც დასრულდა...
- Posted by:
- Date: 17-11-2019 1:44 AM
- Tags: