930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საპრიზო ადგილი გაინაწილა!

საქართველოს ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა III-VIII ადგილები გაინაწილა მონაკოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში!

ჩემპიონატზე 9-9 ქულით პირველობა ალექსანდრა კოსტენიუკმა და ოლგა გირიამ(რუსეთი) გაინაწილეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ევროპის უძლიერესი ‘ბლიციორის’ ტიტული კოსტენიუკმა დაისაკუთრა.

ასევე, დამატებითი მაჩვენებლებით IV ადგილზე გავიდა ბათუმელი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი.

მაია ჩიბურდანიძემ 6,5 ქულა დააგროვა და III შედეგი აჩვენა 50+ მოჭადრაკეთა შორის, ხოლო ნონა გაფრინდაშვილი  6 ქულით საუკეთესო იყო 65+ მოჭადრაკეებში.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და 25 ქვეყნის 103 მონაწილეს მოუყარა თავი.

 

ტექნიკური შედეგები

  • Title: საპრიზო ადგილი გაინაწილა!
  • Posted by:
  • Date: 02-12-2019 2:28 PM
  • Tags:
Top