930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

აზმაის გამარჯვებით დასრულდა!

თბილისის ჭადრაკის სასახლეში,საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დახურვა გაიმართა!

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის კლუბმა 'აზმაი'-მ დაამარცხა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გუნდი 'ნტნ' და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ვერცხლის მედალი და მეორე ადგილი ‘ნტნ’-მა მოიპოვა.

მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ქუთაისის ‘ქუთაისმა’ ფოთის ‘ნანა’დაამარცხა! 

           

ბრინჯაოს პრიზიორი - ქუთაისის 'ქუთაისი'

ფოთის 'ნანა'

საკლუბო ჩემპიონატის დახურვაზე გამარჯვებულები - ლეგენდარულმა ჩემპიონებმა, ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურა აზმაიფარაშვილმა დააჯილდოეს.

2019 წლის  საქართველოს საკლუბო პირველობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ქვეყნის ყველა რეგიონი  მოიცვა.

ჩემპიონატი ორ ზონად:  აღმოსავლეთი და დასავლეთი გაიმართა . მასში მონაწილეობა 20 კლუბის 350-მდე მოჭადრაკემ მიიღო.

ასპარეზობა 9 თვე გაგრძელდა და თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 8 მოჭადრაკით (I-II დაფა -მოზრდილები;III-IV U16; V-VI-U12; VII-VIII-U10)

თითოეული ზონის 2 გამარჯვებული ოლიმპიური სისტემით 18-19 დეკემბერს შეეჯიბრა ერთმანეთს საქართველოს საუკეთესო კლუბი ტიტულისათვის.

ფინალური ოთხთა ტურნირის საპრიზო ფონდი 14 000 ლარს შეადგენდა.

 

  • Title: აზმაის გამარჯვებით დასრულდა!
  • Posted by:
  • Date: 19-12-2019 11:42 PM
  • Tags:
Top