930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ლომაიამ შვიდივე პარტიაში გაიმარჯვა!

დიანა ლომაიას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ამაგდარი ქართველი მწვრთნელის, ალექსანდრე ბოკუჩავას სახელობის თასის გათამაშება! გამარჯვებულმა შვიდი  შესაძლებლობიდან შვიდივეში გაიმარჯვა! 7-დან 6 ქულა დააგროვა ელენე წოწონავამ, რომელმაც მარტო ლომაიასთან დაკარგა ქულა.აღსანიშნავია, რომ  ორივე მათგანი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეა.

ჭაბუკთა შორის ასევე ერთპიროვნულად გაიმარჯვა ჯაბა ადამიამ! მის აქტივში 7-დან 6 ქულაა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

ჭაბუკები:

I   ადგილი   - ჯაბა ადამია  (ბაღდათი; რამაზ ენდელაძე) – 6 ქულა;

II   ადგილი - ზურაბ გონგლიაშვილი (თბილისი; დავით გურგენიძე) – 5,5 ქულა;

III    ადგილი - დავით ცქიფურიშვილი (ტყიბული;იუაზა დოლიძე) – 5 ქულა;

გოგონები:

I   ადგილი  - დიანა ლომაია (ფოთი;მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) -  7 ქულა!

II   ადგილი - ელენე წოწონავა (ფოთი; გოჩა ჩაჩუა) -  6 ქულა;

III    ადგილი - მარიამ სიჭინავა  (თბილისი; ლაშა ჯანჯღავა) – 4 ქულა;

დებულება

ფოტოგალერეა

  • Title: ლომაიამ შვიდივე პარტიაში გაიმარჯვა!
  • Posted by:
  • Date: 18-02-2020 2:28 AM
  • Tags:
Top