930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

წ ე ს დ ე ბ ა

 

წ ე ს დ ე ბ ა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

 

თბილისი

2018 წელი

 

  1. პრეამბულა
  2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია რეგისტრირებული არასამეწარმეო   

 (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოადგენს ადრე რეგისტრირებული   

 მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების - საქართველოს ჭადრაკის

 ფედერაციის სამართალმემკვიდრეს.

  1. ტერმინთა განმარტება

2.1. ”მოჭადრაკე”- დ ჩაითვლება ყველა ის პირი, რომელიც ეწევა საჭადრაკო ცხოვრებას და გააჩნია ჭადრაკში სპორტული წოდება.

2.2.  ”საჭადრაკო კლუბი” ნიშნავს  დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.3.  ”საჭადრაკო სასწავლო - საგანმანათლებლო დაწესებულება”  ნიშნავს საგანმანათლებლო  დაწესებულებას, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.4.  ”მწვრთნელი” ჩაითვლება ყველა ის პირი, რომელიც ეწევა სამწვრთნელო პედაგოგიურ საქმიანობას და გააჩნია შესაბამისი ლიცენზია.

2.5. ”მსაჯი”  ჩაითვლება ყველა ის პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი საერთაშორისო ან ეროვნული წოდება.

2.6. ”დაწესებულება”  ნიშნავს ფედერაციის მიერ შექმნილ ორგანიზაციას, სადაც მიმდინარეობს კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და სხვა სახის არასამეწარმეო საქმიანობა.

2.7. ”რეგიონული საჭადრაკო ორგანიზაცია”  ნიშნავს ავტონომიურ რესპუბლიკებში,     ქ. თბილისსა და ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (გუბერნიები) დაფუძნებულ დამოუკიდებელ იურიდიული სტატუსის მქონე საჭადრაკო ფედერაციას, რომელიც შექმნილია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით და აღიარებს მის წესდებას.

2.8.  ”საწარმო”  ნიშნავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაფუძნებულ ან მის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილ სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც მოქმედებს ”მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად.

2.9.   ”ფიდე” - მსოფლიო საჭადრაკო ფედერაცია.

2.10.  ”ესკ” - ევროპის საჭადრაკო კავშირი.

  1. სახელწოდება, ადგილმდებარეობა

3.1.  ორგანიზაციის სახელწოდებაა საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. შემოკლებული სახელწოდებაა საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ა(ა)იპ.

3.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ა(ა)იპ (შემდგომში ”ფედერაცია”) არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის საზოგადოებრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, სპორტის შესახებ კანონის, ფიდე-სა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

3.3. ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას (ჭადრაკს) როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

3.4.   ფედერაცია ცნობს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს და თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან.

3.5. ფედერაცია ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სპორტის მართვის სახელმწიფო ორგანოსთან.

3.6. ფედერაციის იურიდიული მისამართია: თბილისი, კოსტავას ქ. # 37ა,                                   ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე.

4. ფედერაციის საქმიანობის მიზანი და ამოცანები

4.1.  ფედერაციის საქმიანობის მიზანია:                                                                                                                  

       - საქართველოში ჭადრაკის განვითარება;

       - მაღალკვალიფიციურ მოჭადრაკეთა მომზადების სისტემის სრულყოფა;

- საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობის უზრუნველყოფა მსოფლიო

   საჭადრაკო ოლიმპიადებში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში, აგრეთვე

   საერთაშორისო ტურნირებში;

- საქართველოს ჩემპიონატებისა და საქართველოში საერთაშორისო   შეჯიბრებების

   ორგანიზება;

       - ფიდესა და ევროპის საჭადრაკო კავშირში საქართველოს წარდგენა;

       - ბავშვთა და მოზარდთა შორის ჭადრაკის დანერგვა და განვითარება;

       - მოჭადრაკეთა, მწვრთნელთა და სპეციალისტთა სოციალურ საკითხებზე ზრუნვა.

4.2. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფედერაცია:

       - შეიმუშავებს და ანხორციელებს ჭადრაკის განვითარების პროგრამებს;

       - ყოველწლიურად ადგენს ფედერაციის სპორტულ კალენდარს და  ამტკიცებს

          საჭადრაკო ღონისძიებების დებულებებს;

    - ქმნის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, უზრუნველყოფს მათ მომზადებასა და

          მონაწილეობას საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში;

- ორგანიზებას უწევს საქართველოში ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების

          გამართვას;

       - ატარებს ღონისძიებებს მწვრთნელებისა და მსაჯთა კადრების მომზადებისა და

          მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

       - გამოსცემს სასწავლო-მეთოდურ, საცნობარო-საინფორმაციო და სხვა სახის

          ლიტერატურას;

       - ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლების

და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას.

4.3. ფედერაცია უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის სამეწარმეო, რაც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით,     მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო  დოკუმენტებით                                           გათვალისწინებული.  მათ შორის ეწეოდეს დამხმარე ხასიათის  სამეწარმეო  საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე  ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

   5. წევრობა  

5.1.   ფედერაციის წევრი შეიძლება გახდეს:

       - საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე;

       - ფიზიკური და იურიდიული პირი (რეგიონული ფედერაციები, საჭადრაკო  კლუბები და სხვა ჭადრაკთან ასოცირებული სუბიექტები).

     5.2. ფედერაციის წევრად მიღება ხდება მსურველთა წერილობითი განცხადების საფუძველზე ფედერაციის გამგეობის მიერ. იურიდიულმა პირებმა განცხადებას თან უნდა დაურთონ:

-  საჯარო რეესტრის ამონაწერი;

-  წესდების ასლი;

- განაცხადი იმის შესახებ, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას და შეასრულოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ფიდეს წესდებები, დებულებები და გადაწყვეტილებები, აგრეთვე უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილის შესრულებას მისი წევრების, ოფიციალური პირების და მოჭადრაკეების მიერ.

5.3. უცხო ქვეყნის ფედერაციის წევრის მიღება ხდება ფიდეს დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით.

5.4. ფედერაციაში გაწევრიანებული რეგიონული ფედერაციები, კლუბები და ჭადრაკთან დაკავშირებული იურიდიული პირები უნდა ექვემდებარებოდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და აღიარებული იყვნენ მის მიერ;

5.5. წევრს უფლება აქვს გავიდეს ფედერაციიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე. სპორტსმენთა გადასვლა სხვა ქვეყნის ფედერაციაში შესაძლებელია მხოლოდ ფიდეს რეგულაციების გათვალისწინებით.

5.6.   ფედერაციის წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას ფედერაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფედერაციიის მიზნებს და ლახავს ფედერაციის სახელსა და ღირსებას. აგრეთვე საწევრო შესატანის გადაუხდელობის შემთხვევაში.

5.7.   წევრის გარიცხვის შესახებ დადგენილებას იღებს ფედერაციის გამგეობა.

5.8. ფედერაციის საპატიო წევრის წოდება ენიჭება საქართველოს ან უცხოეთის მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ჭადრაკის განვითარების საქმეში.

6. წევრის უფლებები და მოვალეობები

6.1.  ფედერაციის წევრს უფლება აქვს:

        - 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ იყოს არჩეული ფედერაციის მართვის    

           ორგანოებში;

        - კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს

           ფედერაციის პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, განხილვასა და

           განხორციელებაში.

6.2.  ფედერაციის წევრი ვალდებულია:

        - გადაიხადოს საწევრო შესატანი;

        - გაუფრთხილდეს ფედერაციის ღირსებასა და ავტორიტეტს.

6.3. წევრის მიერ ამ წესდებით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა გამოიწვევს 5.6. პუნქტით გათვალისწინებულ სამართლებლივ შედეგებს.

7. საწევრო შესატანი

7.1.  საწევრო შესატანის რაოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ფედერაციის გამგეობის მიერ.

8. ფედერაციის მართვის ორგანოები

8.1.  ფედერაციის მართვის ორგანოებია:

        1. ყრილობა;

        2. გამგეობა;

        3. მზრუნველთა საბჭო;

4. კომისიები.

9. ყრილობა

9.1.   ფედერაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა.

9.2. ყრილობა მოიწვევა ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით 4 (ოთხი) წელიწადში ერთხელ, საარჩევნო წლის მე-4 (მეოთხე) კვარტალში.

9.3.  ყრილობის ჩატარების ზუსტ თარიღს გამგეობა ნიშნავს საარჩევნო წლის სექტემბრის თვის არაუგვიანეს მე-2 (მეორე) დეკადისა და ქმნის ყრილობის მოსამზადებელ ჯგუფს (შემდგომში მოსამზადებელი ჯგუფი).

9.4. ყრილობის მოსამზადებელი ჯგუფის წევრებს ნიშნავს გამგეობა და ამტკიცებს ჯგუფის მუშაობის დებულებას.

9.5.  ყრილობის მოწვევის შესახებ ფედერაციის სუბიექტებს ეცნობებათ წერილობით. შეტყობინებაში აღინიშნება ყრილობის ჩატარების ადგილი, დრო, დღის წესრიგი. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე.

9.6.   ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ყრილობის დაწყებამდე   50 (ორმოცდაათი) დღით ადრე ფედერაციის სამდივნოში უნდა წარადგინოს:     ა)    განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.  ბ)    ვიცე-პრეზიდენტების (არაუმეტეს სამი, რომელთაგან ერთი არის პირველი  ვიცე-პრეზიდენტი) და გენერალური მდივნის კანდიდატის ვინაობა მათი წერილობითი თანხმობით.

  1. ფედერაციის სუბიექტების  - იურიდიული პირების მიერ არჩეული დელეგატების პერსონალური სია ყრილობის მოსამზადებელ  ჯგუფში  წარმოდგენილ  უნდა  იქნას ყრილობის ჩატარებამდე 40 (ორმოცი) დღით ადრე, ხოლო ყრილობის დელეგატთა საბოლოო სიის ფორმირება ხდება ყრილობამდე 30 (ოცდაათი) დღით ადრე.

9.8. ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ყრილობის ჩატარებამდე 20 (ოცი) დღით ადრე ფედერაციის სამდივნოში უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერი სუბიექტის ვინაობა ერთ-ერთის მაინც ქვემოთ ჩამოთვლილთაგან: ფედერაციის გამგეობა, 2 (ორი) რეგიონული ფედერაცია ან ფიზიკური პირებიდან 5 (ხუთი) დელეგატი.

9.9.   ყრილობის დელეგატთა რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

9.9.1.  ყრილობის დელეგატთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3/4 - ს (სამი მეოთხედი) წარმოადგენენ ”სპორტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სპორტული ორგანიზაციები. კერძოდ:

9.9.1.1. ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისისა და რეგიონების ჭადრაკის ფედერაციები - 1-1 (თითო-თითო) დელეგატი;

9.9.1.2.   საჭადრაკო კლუბებს -1-1 (თითო-თითო);  (იმ შემთხვევაში თუ, საარჩევნო პერიოდში კლუბმა 2 - ჯერ მაინც მიიღო მონაწილეობა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში);

9.9.1.3. ფედერაციის გამგეობის ნომინაციით საჭადრაკო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 3 (სამი) სუბიექტი - 1-1 (თითო-თითო) დელეგატი;

9.9.1.4.  ოლიმპიელ მოჭადრაკეთა და დიდოსტატთა კავშირი - 22 (ოცდაორი) დელეგატი (მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მონაწილე მოჭადრაკეები და საერთაშორისო დიდოსტატები); 

9.9.1.5.  ჭადრაკის მწვრთნელთა კავშირი - 5 (ხუთი) დელეგატი (მწვრთნელთა კავშირის წარმოდგენილი დელეგატები უნდა იყოს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ფიდეს მწვრთნელი, საქართველოს უმაღლესი ან ა კატეგორიის მწვრთნელი);

9.9.1.6. მსაჯთა და ორგანიზატორთა კავშირი - 3 (სამი) დელეგატი (მსაჯთა და ორგანიზატორთა კავშირის წარმოდგენილი დელეგატები უნდა იყოს საერთაშორისო წოდების მქონე მსაჯები და ორგანიზატორები).

9.9.2.   ყრილობის დელეგატთა საერთო რაოდენობის  არაუმეტეს 1/4 - ს   (ერთი მეოთხედი) წარმოადგენენ ფიზიკური პირები, რომლებსაც ირჩევს გამგეობა.

9.10.  ყრილობა გადაწყვეტილებაუნარიანია  თუ მას ესწრება დელეგატთა არანაკლებ   2/3 - სა (ორი მესამედი).  იმ შემთხვევაში, თუ ყრილობა არ აღმოჩნდება გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ იგი განმეორებით მოიწვევა 7 (შვიდი) დღის შემდეგ, იმავე დღის წესრიგით. განმეორებით მოწვეული ყრილობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარი მაინც. იმ შემთხვევაში, თუ ყრილობა კვლავ არ აღმოჩნდება გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ იგი განმეორებით მოიწვევა 7 (შვიდი) დღის შემდეგ იმავე დღის წესრიგით. ყრილობა გადაწყვეტილებაუნარიანია, მიუხედავად დამსწრე დელეგატთა რაოდენობისა.

9.11. ყრილობის მუშაობას წარმართავს ფედერაციის პრეზიდენტი ან მოსამზადებელი ჯგუფის თავმჯდომარე (წევრი). ყრილობის თავმჯდომარეს ირჩევენ დამსწრე დელეგატები ხმათა უბრალო უმრავლესობით.

9.12. ყრილობის დელეგატს კენჭისყრისას აქვს 1 (ერთი) ხმა. ხმების თანაბრად გაყოფისას საკითხი მიიჩნევა განუხილველად და საკითხზე კენჭისყრა ხელმეორედ იმართება იმავე დღესვე. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი კენჭისყრისას ხმები თანაბრად გაიყო, ყრილობა მოიწვევა 7 (შვიდი) დღის შემდეგ იმავე დღის წესრიგით.     თუ განმეორებით ყრილობაზე საკითხს მხარს არ დაუჭერს დელეგატთა სათანადო რაოდენობა, საკითხი ჩაითვლება მიუღებლად.

9.13. თუ ერთ ადგილზე ორ კანდიდატზე მეტია და ვერცერთი მათგანი ვერ დააგროვებს 50+1 ხმების რაოდენობას, დაინიშნება მეორე ტური რომელშიც გადადის პირველ და მეორე ადგილებზე გასული კანდიდატები;  

9.14.  ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს ფარული ან ღია კენჭისყრით.

9.15.  ყრილობის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელშიც მიეთითება ყრილობის ჩატარების დრო, ადგილი, დელეგატთა რაოდენობა, დღის წესრიგი, განხილული საკითხების არსებითი შინაარსი და ყრილობის გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე.

9.16.  ყრილობის მასალები ინახება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სამდივნოში.

10. რიგგარეშე ყრილობა

10.1.  რიგგარეშე ყრილობა შეიძლება მოწვეულ იქნას:

          ა) გამგეობის წევრთა 2/3-ის (ორი მესამედი) მოთხოვნით;

          ბ) ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივით.   

10.2.  ფედერაციის წესდების შეგნებულად (უხეში) დარღვევისათვის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ შეიძლება განხორციელდეს იმპიჩმენტი.

10.3.  რიგგარეშე ყრილობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განსახილველად მოიწვევა გამგეობის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის განმავლობაში.

10.4. რიგგარეშე ყრილობის მოწვევის დროს და დღის წესრიგს ადგენს ფედერაციის გამგეობა.

10.5.  რიგგარეშე ყრილობა იმართება წინა ყრილობის დელეგატების მონაწილეობით.

10.6.  იმპიჩმენტის საკითხის დაყენების უფლება აქვს ფედერაციის გამგეობის ნახევარს. გადაწყვეტილება რიგგარეშე ყრილობაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების შესახებ მიიღება გამგეობის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3 - ით                       (ორი მესამედი).

10.7.  ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე მოქმედი პრეზიდენტის ნდობის გამოცხადებისათვის საჭიროა ხმების უბრალო უმრავლესობა.

10.8.  პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ყრილობაზე წყდება ფარული კენჭისყრით.

11. ფედერაციის ყრილობის კომპეტენცია

11.1.  ყრილობის კომპეტენციას განეკუთვნება:

          - ფედერაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

          - ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის

            არჩევა;

          - ფედერაციის გამგეობის წევრების არჩევა;

          - ფედერაციის მზრუნველთა საბჭოს არჩევა;

          - ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის არჩევა;

          - ფედერაციის საპატიო ვიცე პრეზიდენტის არჩევა;      

          - ფედერაციის რეორგანიზაცია და გაუქმება (ლიკვიდაცია).

11.2.  ყრილობა გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრაში მონაწილე დელეგატების ხმების უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილებას წესდების შეცვლის შესახებ - დამსწრე დელეგატების ხმების 2/3 - ით (ორი მესამედი). ფედერაციის რეორგანიზაციის ან გაუქმების (ლიკვიდაციის) შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ხმების 3/4 (სამი მეოთხედი).

ფედერაციის გამგეობა

12.1. ფედერაციის გამგეობა (შემდეგში ”გამგეობა”) შედგება ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და ყრილობის მიერ არჩეული სხვა წევრებისაგან. გამგეობის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 17-ს (ჩვიდმეტი);

12.2. გამგეობის წევრობის კანდიდატებს, 4 (ოთხი) წლის ვადით ყრილობაზე ასარჩევად წარადგენს ფედერაციის პრეზიდენტი.

12.3. გამგეობა ფედერაციის გამგეობის საპატიო წევრს ირჩევს სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით.

12.4.  პრეზიდენტის ინიციატივით გამგეობის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ერთხელ მაინც კვარტალში. სხდომას წარმართავს ფედერაციის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი.

12.5. სათანადო საფუძვლების მითითებით გამგეობის რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ან გამგეობის წევრთა 1/3-ის                         (ერთი მესამედი)  წერილობითი განცხადების საფუძველზე.

12.6. გამგეობის სხდომის გამართვისა და დღის წესრიგის შესახებ გამგობის წევრებს უნდა ეცნობოს გამგეობის სხდომის ჩატარებამდე 3 (სამი) დღით ადრე.

12.7. გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.                   იმ შემთხვევაში თუ გამგეობა არ აღმოჩნდება გადაწყვეტალებაუნარიანი, მაშინ იგი განმეორებით მოიწვევა 7 (შვიდი) დღის შემდეგ იმავე დღის წესრიგით.

12.8.  გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობის თითოეულ წევრს აქვს 1 (ერთი) ხმა.    გამგეობის მიერ გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ფედერაციის პრეზიდენტის, ხოლო მისი არყოფნისას - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხმა.

12.9. გამგეობის სხდომის მუშაობა აისახება ოქმში, რომელშიც აღინიშნება სხდომის ჩატარების ადგილი, დრო, მონაწილეთა რაოდენობა, განხილული საკითხების არსებითი შინაარსი და გამგეობის გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს ფედერაციის პრეზიდენტი და სხდომის მდივანი. პრეზიდენტის არყოფნისას ვიცე-პრეზიდენტი და სხდომის მდივანი.

12.10.  გამგეობის სხდომის ოქმები ინახება სამდივნოში.

  1. გამგეობის წევრის, ვიცე-პრეზიდენტისა, გენერალური მდივნის

უფლებამოსილების შეწყვეტა

13.1. გამგეობის წევრის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:

          ა) დაკისრებული მოვალეობის სისტემატიურად შეუსრულებლობა;

          ბ) საკუთარი განცხადება;

          გ) გამგეობის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო

              გამამტყუნებელი განაჩენი;

          დ) გარდაცვალება.

13.2. 13.1. ა) პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისას გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენების უფლება აქვს ფედერაციის პრეზიდენტს ან გამგეობის წევრთა 1/3-ს (ერთი მესამედი).                                                            

13.3. 13.1. ბ; 13.1. გ და 13.1. დ პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა საკითხის დაყენებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით. ვიცე-პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს უფლებამოსილება უწყდება გამგეობის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3 -ის (ორი მესამედი) თანხმობით.

13.4. გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობას შეუძლია, მომდევნო ყრილობის მოწვევამდე ფედერაციის პრეზიდენტის წარდგინებით და გამგეობის წევრთა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით აირჩიოს ახალი წევრი.

13.5. ვიცე-პრეზიდენტის და გენერალური მდივნის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება აქვს გამგეობას წარუდგინოს ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნის კანდიდატურები ასარჩევად მომდევნო ყრილობის მოწვევამდე. ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნის კანდიდატურების ასარჩევად საჭიროა გამგეობის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობა.

14. გამგეობის კომპეტენცია

14.1.  გამგეობა უფლებამოსილია:

          - განსაზღვროს ფედერაციის საქმიანობის პრინციპი;

          - განსაზღვროს გამგეობის წევრთა ფუნქციები;

          - მიიღოს და დაამტკიცოს ფედერაციის წევრები;

          - მოიწვიოს ყრილობა წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

          - დააფუძნოს საწარმოები და დაწესებულებები ან გადაწყვიტოს სხვა საწარმოებში

            წილობრივი მონაწილეობის საკითხი, დაამტკიცოს დაფუძნებული საწარმოებისა

            და დაწესებულებების წესდებები (დებულებები), დანიშნოს და გაათავისუფლოს

            საწარმოთა და დაწესებულებათა ხელმძღვანელები;

    - განსაზღვროს ხელმძღვანელობის უფლება და ფარგლები ამ წესდების მიხედვით;

    - განკარგოს ფედერაციის ქონება;

    - წარმართოს ფედერაციის ლიკვიდაცია;

    - კოორდინაცია გაუწიოს რეგიონული საჭადრაკო ფედერაციების ეფექტურ

      მუშაობას;

          - წარმართოს ფედერაციის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების

            შესაბამისად;

  • განსაზღვროს საწევრო შესატანის ყოველწლიური ოდენობა;
  • დაამტკიცოს ფედერაციის დაწესებულებათა ბიუჯეტი ასეთის არსებობის

   შემთხვევაში;

  • დაამტკიცოს ყრილობის ჩასატარებელი მოსამზადებელი ჯგუფი;
  • ცნოს ავტონომიური და რეგიონული საჭადრაკო ფედერაციები;
  •  
  • აირჩიოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ყრილობამდე, იმ   

   შემთხვევაში თუ საარჩევნო ყრილობამდე დარჩენილია 1 (ერთი) წელიწადზე

   ნაკლები. სხვა შემთხვევაში პრეზიდენტის ასარჩევად გამგეობის მიერ მოიწვევა

   რიგგარეშე ყრილობა;

  •  დაამტკიცოს ფედერაციის ბეჭედი, შტამპი და საწევრო წიგნაკის ნიმუში;
  • დაამტკიცოს ფედერაციის კალენდარი, ბიუჯეტი;
  •  დანიშნოს სტიპენდიები და განსაზღვროს მათი ოდენობა;
  •  დაამტკიცოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები;
  •  დაამტკიცოს კომისიის წევრები და თავმჯდომარეები, მიანიჭოს სპორტული   
  •  
  •  დააყენოს ფედერაციის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი;
  •  დააყენოს ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნის, გამგეობის წევრის   

 უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

14.2. გამგეობა უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები წესდებაში, გამგეობის წევრთა ხმების 3/4 - ით (სამი მეოთხედი).

15. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

15.1. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

15.2.  ფედერაციის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლება აქვს ფედერაციის პრეზიდენტს, რომელსაც ირჩევს ყრილობა 4 (ოთხი) წლის ვადით, ზედიზედ არაუმეტეს 2 (ორი) საარჩევნო ვადისა.

15.3. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მაღალი რეპუტაცია და ნასამართლობის არმქონეა.

15.4.  ფედერაციის პრეზიდენტი:

          - ხელმძღვანელობს ქვეყანაში ჭადრაკის განვითარებასა და მისი მატერიალურ-

             ტექნიკური ბაზის განმტკიცებას;

   -  წარმართავს ფედერაციის მუშაობის სტრატეგიულ მიმართულებას,

      ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს, განიხილავს ფედერაციის სახელზე

      შემოსულ დოკუმენტებს და განცხადებებს;

  •  განსაზღვრავს ფედერაციის თანამდებობის პირებისა და მომსახურე პერსონალის

      ფუნქციებს, ხელფასის ოდენობას ფედერაციის ბიუჯეტის ფარგლებში;

   - ნიშნავს ან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს;

   - ახორციელებს საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ფედერაციის და                              

      ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლის შემოქმედებით,

      ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ფინანსურ მოღვაწეობასთან;

- - მოქმედებს ფედერაციის სახელით, წარმოადგენს ფედერაციას სახელმწიფო,

             საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებში;

          - პირადად ან მის მიერ დელეგირებული პირის მეშვეობით წარმოადგენს

             ფედერაციას ფიდე-სა და სხვა საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციებში;

          - დებს ხელშეკრულებას, ხელს აწერს ფინანსურ საბუთებს, საბანკო

             ორგანიზაციებში ხსნის ფედერაციის ანგარიშებს;

  -  წყვეტს ოპერატიულ საკითხებს გამგეობის სხდომებს შორის პერიოდში.

15.5.  ფედერაციის პრეზიდენტი ფედერაციის საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია ფედერაციისთვის. ამ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წინაშე პასუხისმგებელია წარმოშობილი ზიანისათვის. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა ბათილია, თუ ეს აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

15.6.  ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები

- ხელმძღვანელობს ფედერაციის საქმიანობას იმ ფარგლებში, რომელსაც

 განსაზღვრავს პრეზიდენტი გამგეობასთან შეთანხმებით.   

15.7.  ფედერაციის გენერალური მდივანი:

- უშუალოდ ასრულებს პრეზიდენტისა და გამგეობის გადაწყვეტილებებს

ფედერაციის აპარატის მეშვეობით.

16. მზრუნველთა საბჭო

16.1. მზურნველთა საბჭო არის კოლეგიალური, სათათბირო - საკონსულტაციო ორგანო რომლის წევრი შეიძლება გახდეს: სახელგანთქმული - მოჭადრაკე, მწვრთნელი, მსაჯი. საზოგადოების გამოჩენილი პიროვნება. ფედერაციის სპონსორი. საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მასმედიის წარმომადგენელი;

16.2. მზრუნველთა საბჭოს კომპეტენციაა: დაეხმაროს ფედერაციას ქვეყანაში ჭადრაკის პოპულარიზაციაში; ფედერაციის ხელმძღვანელ ორგანოებს გაუწიოს კონსულტაციები სახელმწიფო, კომერციულ და საზოგადოებრივ ორგანოებთან ეფექტურ თანამშრომლობაში; დაეხმაროს ფედერაციას საწესდებო ამოცანების განხორციელებისათვის მატერიალური სახსრების, მათ შორის სპონსორების მოზიდვაში;

16.3. მზრუნველთა საბჭო შედგება არა ნაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან;

16.4. მზრუნველთა საბჭო მოიწვევა საჭიროებისამებრ. სხდომას წარმართავს მზრუნველთა საბჭოს თავჯდომარე, რომელსაც წევრები აირჩევენ ხმების უბრალო უმრავლესობით.

 

16.5. მზრუნველთა საბჭოს წევრებს 4 (ოთხი) წლის ვადით ყრილობაზე ასარჩევად წარადგენს ფედერაციის პრეზიდენტი.

16.6. ყრილობებს შორის პერიოდში მზურნველთა საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნას გამგეობის მიერ.

   17. ფედერაციის კომისიები

17.1. ფედერაციის წესდებით გათვალისწინებული ამოცანების განსახორციელებლად გამგეობის გადაწყვეტილებით იქმნება კომისიები.

17.2. კომისიების საქმიანობის წესი და ამოცანები განისაზღვრება სპეციალური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა.

18. წლიური ბალანსი და ანგარიში              

18.1.  გამგეობა შეიმუშავებს ფედერაციის წლიურ ბალანსსა და ანგარიშს.

18.2. ყოველი წლის ბოლოს ფედერაციის გამგეობა განიხილავს ფედერაციის ფინანსურ მდგომარეობას და ადგენს სავარაუდო ბიუჯეტს მომავალი წლისთვის.

19. ფედერაციის ქონება

19.1.  ფედერაციის ქონება წარმოიქმნება:

          - ფედერაციის წევრთა საწევრო შესატანებიდან;

          - სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი თანხებიდან;

          - დაფუძნებული ან მათი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული

            დივიდენდებიდან;

          - სხვა საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა შემოწირულობებისაგან;

          - სხვა წყაროებიდან, რომელიც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.

19.2.  მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება ”საქართველოს ჭადრაკის

 ფედერაციის”  კუთვნილი ქონება წარმოადგენს ფედერაციის ქონებას.

19.3.  ფედერაციის ქონება გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნებისთვის.

19.4.  ფედერაციის წევრები არ იღებენ არავითარ წილს ფედერაციის ქონებიდან.

მიღებული ქონება ხმარდება ფედერაციის მიზნებს.

19.5.  ფედერაციის გამგეობამ შემოსავლებიდან გამომდინარე შეიძლება შექმნას სარეზერვო, საქველმოქმედო და სხვა ფონდები.

20. ფედერაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება

20.1. ფედერაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ფედერაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

21. ზიანის ანაზღაურება

21.1. ფედერაცია პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მიადგა მესამე პირებს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ისეთი მოქმედების გამო, რომელიც იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

21.2.  ფედერაცია თავისი წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ფედერაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. ფედერაციის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი პასუხს არ აგებენ.                               ასევე არ აგებს პასუხს ფედერაცია საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ვალდებულებებისათვის.

22. ფედერაციის არსებობის ხანგრძლივობა

22.1.  ფედერაცია შექმნილია და მოქმედებს განუსაზღვრელი დროით.

23. ფედერაციის რეორგანიზაცია და გაუქმება (ლიკვიდაცია)

23.1. ფედერაციის რეორგანიზაცია (მიერთება, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

23.2. ფედერაციის სამართლებრივი ფორმის შეცვლა (გარდაქმნა) დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.

23.3.  ფედერაციის გაუქმება ხდება შემდეგ შემთხვევაში:

          - გაკოტრებისას ან რეგისტრაციის გაუქმებისას;

          - თუ ფედერაცია არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

          - ყრილობის გადაწყვეტილებით;

          - კანონმდებლობით გათვალსწინებულ სხვა შემთხვევაში.

23.4. ფედერაციიდან რომელიმე წევრის გასვლა არ გამოიწვევს ფედერაციის გაუქმებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წევრის გასვლა გამოიწვევს კანონით განსაზღვრული აუცილებელი რაოდენობის შემცირებას. ასეთ შემთხვევაში ფედერაციის წევრის გასვლის ძალაში შესვლამდე მიღებულ უნდა იქნეს ახალი წევრი.

23.5. ფედერაციის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილებას იღებს ფედერაციის ყრილობა დამსწრე დელეგატთა ხმების 3/4-ით (სამი მეოთხედი).

 23.6.  ფედერაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

23.7.  ფედერაციის ლიკვიდაციას ახორციელებს ფედერაციის გამგეობა. ლიკვიდაციის განხორციელება შეიძლება დაევალოს გამგეობის ერთ ან რამოდენიმე წევრს.

23.8.  ფედერაციის ქონების ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

23.9.  ფედერაციის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას;

ბ) გასხვისება ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

23.10. ფედერაციის ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების მქონე არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას გამოიტანს ფედერაციის გამგეობა.

24. დავის გადაწყვეტა

24.1. ფედერაციის წევრებს, ასევე ფედერაციისა და მის წევრებს შორის წარმოქმნილი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის  შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.

24.2. ფედერაციასა და მესამე პირებს შორის წარმოქმნილი დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის პრეზიდენტი     გიორგი გიორგაძე

  • Title: წ ე ს დ ე ბ ა
  • Posted by:
  • Date: 01-05-2020 10:26 PM
  • Tags:
Top