930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1 - 31 მაისი, 2020 წ.

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

    მსოფლიო პანდემიადან გამომდინარე შეწყვეტილი სატურნირო აქტივობების ონლაინ სივრცეში   გადატანა.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

    1 - 31 მაისი, ინტერნეტ ონლაინ სივრცე www.chess.com.

3. ტურნირები:

  - ონლაინ დახურული ტურნირები - 5 ტურნირი (ყოველ კვირა, 17:00 სთ);

 - ონლაინ ღია ტურნირები - 31 ტურნირი (ყოველდღიური, 20:00 სთ).

4.  მონაწილენი:

- ონლაინ დახურულ ტურნირებში მონაწილეობა შეუძლიათ:

1. საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეებს;

2. ფიდეს რეიტნგი 2200 და მეტის მქონე ვაჟები;

3. 1900 და მეტი ფიდეს რეიტინგის მქონე ქალები;

- ონლაინ ღია ტურნირებში დაიშვება ნებისმიერი მსურველი მოჭადრაკე.

5.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

   - დახურულ ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 13 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

      თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

   - ღია ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 - 11 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

      თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

6.  პრიზები:

- ონლაინ დახურულ ტურნირებში 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თითოეულ

ტურნირში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით, ფულადი

პრიზებით:

I ადგილი - 100 ლარი;

II ადგილი - 70 ლარი;

III ადგილი - 50 ლარი;

ქალთა შორის I ადგილი - 60 ლარი.

დახურული ხუთივე ტურნირის შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან და ფულადი პრიზებით

დაჯილდოვდებიან მაისის საუკეთესო მოჭადრაკეები:

I ადგილი - 300 ლარი;

II ადგილი - 200 ლარი;

III ადგილი - 100 ლარი;

ქალთა შორის I ადგილი - 100 ლარი.

მაისის საუკეთესო მოჭადრაკეთა გამოვლენის წესი:

5 ტურნირიდან მოჭადრაკე ვალდებულია ითამაშოს 4 ტურნირი. გამარჯვებულის გამოსავლენად დაითვლება 4 საუკეთესო ტურნირში აღებული ქულათა ჯამი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ქულათა ჯამი თანაბარია, დაითვლება 4 საუკეთესო ტურნირის ზონებორნ-ბერგერის კოოფიციენტის ჯამი.

- ონლაინ ღია ტურნირებში 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი - საჭადრაკო წიგნი + საჭადრაკო სუვენირი;

II ადგილი - საჭადრაკო წიგნი+ საჭადრაკო სუვენირი;

III ადგილი - საჭადრაკო წიგნი+ საჭადრაკო სუვენირი.

  • Title: ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში
  • Posted by:
  • Date: 02-05-2020 1:06 AM
  • Tags:
Top