930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ჯობავა პირველობას ინაწილებს!

 ‘აბრეშუმის გზის’ თასის გათამაშებას, პირველი სათამაშო დღის შემდეგ,  ბაადურ ჯობავა და ნიჯატ აბასოვი ლიდერობენ 7-დან 5,5 ქულით!

ლიდერთა ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე, ივან ჩეპარინოვი (ყველა საქართველო) და გადირ ჰუსეინოვი, აბდულა გადიმბაილი, რაუფ მამედოვი,შახრიარ მამედიაროვი (ყველა აზერბაიჯანი).

შემდეგი 8 ტური აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს 28 მაისს გაიმართება.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

ქართულენოვანი კომენტარები 

‘აბრეშუმის გზის თასი’, ეძღვნება - საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეებს

გენერალური სპონსორი - კომპანია სოკარი.

საპრიზო ფონდი - 20 000 ევრო.

პირველი თამაშები -  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 26 მაისს, 15:00 სთ.;

 ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 28 მაისს, 18:00 სთ.

მონაწილეობენ: საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრები, ახალგაზრდა მოჭადრაკეები, რეიტინგ ფავორიტები. 27-27 ტოპ მოჭადრაკე თითოეული ქვეყნიდან.

  • Title: ჯობავა პირველობას ინაწილებს!
  • Posted by:
  • Date: 27-05-2020 2:44 PM
  • Tags:
Top