930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ერთად აღვნიშნოთ ჭადრაკის დღე ვერის ბაღში!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 20  ივლისს,17:00 საათზე, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 
ქართული ჭადრაკის ყველა ქომაგს გეპატიჟებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის გახსნა
წიგნის "წარმატება წლიდან წლამდე" წარდგენა
საქველმოქმედო მარათონის #ითამაშეჭადრაკიდაეხმარესამშობლოს მონაწილეებთან ერთდროული თამაში სეანსი.
ჭადრაკის ფედერაციის ონლაინ ტურნირების გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება.

 ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (FIDE)  1924 წლის, 20 ივლისს, პარიზში დაარსდა.  ამ, დღის აღნიშვნის ტრადიცია 1966 წლიდან იღებს სათავეს. 
თავდაპირველად ორგანიზაცია შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს აერთიანებდა: არგენტინა,ბელგია, დიდი ბრიტანეთი,უნგრეთი,ესპანეთი,იტალია,კანადა,ნიდერლანდები,პოლონეთი,რუმინეთი,საფრანგეთი,ჩეხოსლოვაკია,შვეიცარია და იუგოსლავია.
ამჟამად,  ‘ფიდე’ 191  ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს და მთელ მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს ჭადრაკს.

  • Title: ერთად აღვნიშნოთ ჭადრაკის დღე ვერის ბაღში!
  • Posted by:
  • Date: 19-07-2020 8:32 PM
  • Tags:
Top