930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ფანტასტიკური ფინიშით დაასრულა!

შაჰრიარ მამედიაროვის გამარჯვებით დასრულდა აზერბაიჯანის შამქორში გამართული  ვუგარ გაშიმოვის რიგით მესამე მემორიალი. სუპერტურნირში, მსოფლიოს  ათი უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობდა, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის ჰოუ იფანი (ჩინეთი) და ვაჟთა შორის  მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი (რუსეთი) .

ასპაეზობა ერთ წრედ 9 ტურად ჩატარდა. 6-6 ქულით პირველი - მეორე ადგილები ფაბიანო კარუანამ (აშშ) და შახრიარ მამედიაროვმა (აზერბაიჯანი) გაიყვეს. თითქმის მთელი ტურნირის  განმავლობაში კარუანა და მესამე ადგილზე გასული გირი ლიდერობდნენ. მაგრამ მამედიაროვმა ფანტასტიკური ფინიში განავითარა -  სამიდან -სამი გამარჯვება! მათ შორის ლიდერებთან: გირისთან (ჰოლანდია) და კარუანასთან (იტალია). პირველობის გაყოფის შემთხვევაში დანიშნული იყო დამატებითი ტაი-ბრეიქი, რომელიც მასპინძელთა წარმოამდგენელის გამარჯვებით დარსულდა.

რაც შეეხება კარიაკინსა და ჰოუ იფანს, მათგან პრეტენდენტი IV, ხოლო ჩემპიონი ბოლო, X ადგილზე გავიდა.

 

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1-2. კარუანა, მამედიაროვი 6.0 – 6.0 ქულა

3. გირი -  5.5

4. კარიაკინი 5.0

5. მამედოვი 4.5

6-8. ჰარიკრიშნა, საფარლი, რაჯაბოვი 4.0 – 4.0

9. ელიანოვი 3.5

10. იფანი 2.5

 

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

  • Title: ფანტასტიკური ფინიშით დაასრულა!
  • Posted by:
  • Date: 05-06-2016 6:23 PM
  • Tags:
Top