930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

დორტმუნდში სტარტი აიღო...

 

 

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სუპერტურნირმა.

მცირე რამ ისტორიიდან:                                 

საჭადრაკო ტურნირები დორტმუნდში 1928 წლიდან ტარდება. ხოლო 1973 წლიდან საჭადრაკო ღონისძიებამ უკვე ფესტივალის სახე მიიღო. მთავარი სუპერტურნირის პარალელურად იმართება მასობრივი ‘ღია’ ტურნირიც.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტჯერ (10-ჯერ) მსოფლიოს ექსჩემპიონი, ვლადიმირ კრამნიკი გახლდათ მისი გამარჯვებული. თუმცა, ბოლო 4 წლის განმავლობაში  პირველობას არავის უთმობს, შარშანდელი გამარჯვებული  ფაბიანო კარუანა.

1979 წელს,  დორტმუნდის ტურნირში,  ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა თამაზ გიორგაძემ გაიმარჯვა.

 

წლევანდელი ტურნირი 9 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით გაიმართება.სათამაშო დღეებია: 9;10;12;13;15-17; ხოლო 11 და 14 ივლისს მონაწილეები დაისვენებენ.

მონაწილეთა შორის არიან:

  1. ვლადიმირ კრამნიკი    (რუსეთი; 2812)
  2. ფაბიანო კარუანა           (აშშ; 2810)
  3. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი; 2798)
  4. ლენიერ დომინგესი      (კუბა;2713)
  5. რუსლან პონომარიოვი (უკრაინა;2706)
  6. ევგენი ნაერი                    (რუსეთი;2687)
  7. ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ (გერმანია; 2674)
  8. რაინერ ბაუმანი               (გერმანია; 2653)

 

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • Title: დორტმუნდში სტარტი აიღო...
  • Posted by:
  • Date: 10-07-2016 5:38 PM
  • Tags:
Top