930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საზეიმოდ აღნიშნეს!

20  ივლისს ჭადრაკის სასახლეში საზეიმო  ვითარებაში აღინიშნა ჭადრაკის საერთაშორისო დღე.  ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (FIDE)  1924 წელს  20 ივლისს დაარსდა პარიზში. ამ, დღის აღნიშვნის ტრადიცია 1966 წლიდან იღებს სათავეს. სულ, ‘ფიდე’ 187 ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს და მთელ მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს ჭადრაკს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიურმა  ჩემპიონებმა:ნანა იოსელიანმა, ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა.  ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონებმა: მანუჩარ კვირკველიამ და რამაზ ნოზაძემ. სპორტისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა, ინტელექტ კლუბის  ‘რა? სად? როდის?' წევრებმა, ჭადრაკის მოყვარულებმა და მედიის წარმომადგენლებმა.

ვერის ბაღში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ფესტივალს შეურთდნენ:  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. 

მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობა გაუწიეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

საჩვენებელი შეხვედრა გაიმართა კლუბის ‘რა? სად? როდის?’ წევრებსა: სერგი კაპანაძესა და დავით სიჭინავას (ნანა ძაგნიძის კაპიტნობით)  და მოჭიდავეების - ოლიმპიური  ჩემპიონის, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის  მანუჩარ კვირკველიასა და მსოფლიოს ჩემპიონ რამაზ ნოზაძეს შორის (ლელა ჯავახიშვილის კაპიტნობით). პარტია დაძაბულ ბრძოლაში ფრედ დასრულდა.

ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლესთან მოწყობილ საჭადრაკო დაფებზე ერთდროული თამაშის სეანსი გამართა, ლიბერთი ბანკის დესპანმა,  ევროპის ჩემპიონმა  ნინო ხომერიკმა  - ლიბერთი ბანკის თანამშრომლებისათვის.

ვიდეო

  • Title: საზეიმოდ აღნიშნეს!
  • Posted by:
  • Date: 20-07-2016 11:27 PM
  • Tags:
Top