930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

შესანიშნავად იასპარეზეს!

ბრინჯაოს პრიზიორები:ნიკოლოზ პეტრიაშვილი,ნიკოლოზ კაჭარავა,შოთა ხოდაშნელი,ანასტასია სიდამონიძე და  გუნდის კაპიტანი,საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე!

 

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დასრულდა XX  საუკუნის გამორჩეული მსოფლიოს ჩემპიონის მიხეილ ბოტვინიკის მემორიალი. ასპარეზობაზე  წრიული სისტემით   ათი  ქვეყნის (აზერბაიჯანი,ბელორუსია,მოლდავეთი,საქართველო,სომხეთი,რუსეთი,უზბეკეთი,ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) ახალგაზრდული ნაკრები მონაწილეობდა. თითოეული  გუნდი   ოთხი ჭაბუკი მონაწილით  და ერთი დიდოსტატი-კაპიტანით იყო დაკომპლექტებული.

საქართველოს ღირსებას ტურნირზე იცავდნენ:  - ნიკოლოზ პეტრიაშვილი,ნიკოლოზ კაჭარავა,შოთა ხოდაშნელი, ანასტასია სიდამონიძე; ხოლო, გუნდის კაპიტანი - საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდის ყველა წევრი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეა.

ჩვენმა მოზარდებმა თავიანთ კაპიტანთან ერთად  შესანიშნავად იასპარეზეს და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ  ბელორუსიის და სომხეთის ძლიერი გუნდების შემდეგ. ამასთანავე, დიდი ინტერვალით გაუსწრეს მასპინძელთა  გუნდს.  განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის კაპიტანის ლუკა პაიჭაძის ჩინებული თამაში. მან 36 პარტიიდან 31.5 ქულა დააგროვა. ხოლო მოზარდებში  საუკეთესო შედეგი პირველ დაფაზე მოასპარეზე ნიკოლოზ პეტრიაშვილმა აჩვენა.

სატურნირო ცხრილი:

 

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური  ვებგვერდი

ფოტოგალერეა

  • Title: შესანიშნავად იასპარეზეს!
  • Posted by:
  • Date: 16-08-2016 11:56 AM
  • Tags:
Top