930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

დანაკარგის გარეშე ლიდერობენ!

წარმატებით ასპარეზობენ  პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი  მოზარდები.

 

3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის არიან:

18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის , მოქმედი ჩემპიონი ნინო ხომერიკი და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მოასპარეზე: ნიკა კაჭარავა და ნია დონღვანი.

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით იხილეთ  17:00 საათიდან თბილისის დროით.

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

 

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმინარე  ევროპის ახალგაზრდული  ჩემპიონატი ტარდება შემდეგ ასაკობრივ (08;10;12;14;16;18) კატეგორიებში, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება და 28 აგვისტომდე გასტანს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით  24 მოჭადრაკე ასპარეზბს.

ევროპის  ასაკობრივი ჩემპიონატების  ქართველი გამარჯვებულები სხვადასხვა  წლებში:

10 წლამდე:

ნანა ძაგნიძე (1997);

ნაზი პაიკიძე (2003);

მერი არაბიძე (2004);

12 წლამდე:

ვალერიან გაფრინდაშვილი (1993;1994);

ანა მათნაძე     (1994; 1995);

ნანა ძაგნიძე   (1999);

ნაზი პაიკიძე  (2005);

მერი არაბიძე (2006); 

14 წლამდე:

გიორგი მარგველაშვილი (2004);

დავით ბენიძე (2005);

ანა მათნაძე  (1997);

ლელა ჯავახიშვილი (1998)

ნაზი პაიკიძე  (2007);

მერი არაბიძე (2008);

16 წლამდე:

ანა მათნაძე          (1998);

 ნაზი პაიკიძე      (2008);

მარიამ  დანელია (2010);

18 წლამდე:

მიხეილ მჭედლიშვილი (1997);

 ზვიად იზორია    (2001);

ინგა ჭარხალაშვილი (2001);

სალომე მელია      (2004; 2005);

ქეთი წაწალაშვილი (2010);

ნინო ხომერიკი  (2015).

 

 

  • Title: დანაკარგის გარეშე ლიდერობენ!
  • Posted by:
  • Date: 21-08-2016 1:35 PM
  • Tags:
Top