930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი - ( 8;10;12წ ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა 

28.09-05.10.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე 

1. ორგანიზატორი: 

  - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

  28.09-05.10.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი: 

  ჩატარდება 6 ტურნირი:

    8-წ. (2008 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის

    8-წ. (2008 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის

    10-წ. (2006 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის

    10-წ. (2006 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის

    12-წ. (2004 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის

    12-წ. (2004 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის

  - ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები  

    და გოგონები. მოჭადრაკეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ

    დაბადების მოწმობის ასლი.

  - სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და

    საწევრო შესატანები) გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით,  

  შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად.

  მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს 

  მსაჯთა კოლეგია.

  თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ

  სვლაზე 30 წამის დამატებით.

5. თაი-ბრეიქი:

ა)            ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

ბ)            ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);  

გ) მოგებების რაოდენობით;

დ) პროგრესი (რეგრესით).   

6. კვალიფიკაცია: ფიდეს რეიტინგი არ დაითვლება.

7. სატურნირო შესატანი: 10 ლარი.

8. ტურნირის განრიგი:

ტური   თარიღი              დრო

რეგისტრაცია  28 სექტემბერი                1100 – 1800

გახსნა  29 სექტემბერი                15.00

I    ტური             29 სექტემბერი                15.00

II   ტური             30 სექტემბერი                15.00

III    ტური           1 ოქტომბერი  15.00

IV    ტური          2 ოქტომბერი  15.00

V     ტური           3 ოქტომბერი  15.00

VI    ტური          4 ოქტომბერი  15.00

VII    ტური და დახურვა            5 ოქტომბერი  11.00

 

9. გამარჯვებულები:

   - I  ადგილზე გასული მოჭადრაკეების დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით,  

        დიპლომებით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერებით.

   - II  ადგილზე გასული მოჭადრაკეების დაჯილდოვდებიან მედლებით,  

        დიპლომებით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერებით.

   - III ადგილზე გასული მოჭადრაკეების დაჯილდოვდებიან მედლებით,  

        დიპლომებით და 150 ლარიანი ფასიანი ვაუჩერებით.

10. საერთო წესები:

   - ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს

     ჩაეთვლება წაგება.

   - პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს   

     ჩაეთვლება წაგება.

   - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის 

     გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

     გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად

     საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც

     პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი

     განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ დამთავრებიდან              

     15 წუთის განმავლობაში.                   

რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83.

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი   ზურაბ მიქაძე.                    

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.

 

 

 

 

  • Title: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი - ( 8;10;12წ ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • Posted by:
  • Date: 15-09-2016 6:42 PM
  • Tags:
Top