930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

კახეთში, ახალი საჭადრაკო კერა დაფუძნდა...

ბოლო პერიოდში,  კახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად გააქტიურდა საჭადრაკო ცხოვრება. ლოპოტამ უმასპინძლა მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო გრან პრის გათამაშებას,თელავსა და  სიღნაღში იმართება ტურნირები ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეების მონაწილეობით.კახეთის რეგიონის გუნდი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის  მუდმივი ფავორიტია. ამ აქტივობებში დიდი წვლილი მიუძღვის კახეთის გუნდის უცვლელ კაპიტანს,რეგიონალური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს,  ჯიმი ჯავახიას.აღსანიშნავია, რომ უახლოესს ხანებში საჭადრაკო კლუბი გაიხსნება ყვარელის რაიონის სოფელ შილდაში, ხოლო  ლაგოდეხი ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატს  უმასპინძლებს.

18 სექტემბერს რეგიონში ახალი საჭადრაკო კერა დაფუძნდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში  ღვაწლმოსილი პედაგოგების  გოგი და ოთარ  ელიოზიშვილების  სახელობის  საჭადრაკო კლუბი გაიხსნა საზეიმო ვითარებაში.

საპატიო სტუმართა შორის იყვნენ: თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, საჭადრაკო კლუბ ‘კახეთი’-ს წევრები:მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ირაკლი ბერაძე, გოგი და ოთარ ელიოზიშვილების  შთამომავლები.

 

ფოტოგალერეა 

  • Title: კახეთში, ახალი საჭადრაკო კერა დაფუძნდა...
  • Posted by:
  • Date: 19-09-2016 5:37 PM
  • Tags:
Top