930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საერთაშორისო კონფერენციის პირველი დღე

ბათუმში, ევროპის  საჭადრაკო  კავშირის ეგიდით მიმდინარეობს პირველი საერთაშორისო კონფერენცია  ‘ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სკოლებში’.

პირველ სამუშაო დღეს  დამსწრე საზოგადოებისთვის წარდგინება გამართეს: ირლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, ბელორუსიის, რუმინეთის და სომხეთის წარმომადგენლებმა.

საინტერესო იყო ბელორუსიის  წარმომადგენლის გამოცდილება ჭადრაკის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების შესახებ. მინსკის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში პატარები უკვე 3 წლიდან ეუფლებიან საჭადრაკო ანა-ბანას. თავდაპირველად გაკვეთილის ხანგრძლივობა 15 წუთით შემოიფარგლება და მას თამაშის ხასიათი აქვს. შემდეგ პერიოდში უკვე შესაძლებელია გაკვეთილის  ხანგრძლივობის 1 აკადემიურ საათამდე გაზრდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სომხეთის გამოცდილება, სადაც სკოლაში ჭადრაკის სწავლების პროგრამა სახელმწიფოებრივ დონეზე განიხილება.

კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს დელეგატები განიხილავენ, ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ჭადრაკის განვითარების  სამომავლო გეგმებს და თანმდევ პრობლემებს.

ფოტოგალერეა

  • Title: საერთაშორისო კონფერენციის პირველი დღე
  • Posted by:
  • Date: 26-10-2016 2:56 PM
  • Tags:
Top