930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

5:4 - პრეტენდენტის სასარგებლოდ...

ფრედ დასრულდა  ნიუ-იორკში მიმდინარე  მატჩის მეცხრე პარტია  მაგნუს კარლსენსა და სერგეი კარიაკინს შორის.

თეთრი ფიგურებით რუსი დიდოსტატი თამაშობდა. შეხვედრაში ესპანური პარტია გათამაშდა, სადაც კარიაკინმა მცირე უპირატესობა მიიღო. მთელი პარტია თეთრების ინიციატივით მიმდინარეობდა, კარლსენმა ალბათ ვერ გაუძლო ემოციურ დაძაბულობას და 39-ე სვლაზე უხეში შეცდომა დაუშვა. თუმცა, პრეტენდენტმა ვერ შესძლო უპირატესობის გამოყენება და 74-ე სვლაზე  ხუთსაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ პარტია ფრედ დასრულდა.

ამრიგად, მატჩის ანგარიშია  5:4 რუსი დიდოსტატის სასარგებლოდ. სულ, მატჩში 12 კლასიკური პარტია უნდა  გაიმართოს და ფრედ დასრულების შემთვევაში ტაი-ბრეიქი გამოავლენს გამარჯვებულის ვინაობას.

მატჩის ოფიციალური ვებგვერდი

პარტია ანალიზით

  • Title: 5:4 - პრეტენდენტის სასარგებლოდ...
  • Posted by:
  • Date: 24-11-2016 11:23 AM
  • Tags:
Top