930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

გამგეობის ოქმი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის  ოქმი # 4     

    13.12.2016 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, აკ.იაშვილი, ნ. იოსელიანი,                            

                 ნ. გურიელი, ზ. აზმაიფარაშვილი,  თ. გიორგაძე,  ზ. სტურუა,   დ. გურგენიძე,                         

                 გ. მაჭარაშვილი,  ე. ზენაიშვილი, ალ. არსენიძე, ლ. ჯანჯღავა,  ხ. სუპატაშვილი,                                     

                 ს. გვეტაძე, დ. ჯოჯუა.

                 სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

                                                  დღის წესრიგი:

 

  1. მოჭადრაკეთა სტიპენდიების ახალი პროექტის განხილვა და სპორტის სამინისტროში წარსადგენი წინადადების დამტკიცება (გ. გიორგაძე, ნ. იოსელიანი,ზ. სტურუა);
  2. 2017 წლის საქართველოს ჩემპიონატების (ვაჟები, ქალები) დებულების დამტკიცება    (ზ. მიქაძე);
  3. 2017 წლის კალენდრის დამტკიცება (ზ. მიქაძე, აკ. იაშვილი);
  4. ფიდეს აღმასრულ. დირექტორის ჯ. ბორგის ვიზიტის შესახებ (ზ. აზმაიფარაშვილი);
  5. რეგიონული კომისიის ანგარიში (ალ. არსენიძე);
  6. ჭადრაკის ფედერაციის 2017 წლის პრიორიტეტები (გ. გიორგაძე);
  7. სპორტის კანონის ახალი რედაქციის განხილვა (გ. გიორგაძე).
  8. სხვადასხვა.

      გამგეობის გადაწყვეტილებები:

 

1. მოჭადრაკეთა სტიპენდიების ახალი პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წარსადგენად დამტკიცდეს.       

2.  2017 წლის   საქართველოს ჩემპიონატების (ვაჟები, ქალები) დებულებები წარმოდგენილი   სახით დამტკიცდეს;    

3.  2017 წლის კალენდარი  წარმოდგენილი  სახით დამტკიცდეს;                                                   

4.  ინფორმაცია ფიდეს აღმასრულებელი დირექტორის ჯ.ბორგის ვიზიტის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;    

5. ინფორმაცია  რეგიონული  ფედერაციების  მუშაობის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;    

6.  ინფორმაცია ჭადრაკის ფედერაციის 2017 წლის პრიორიტეტების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;     

7. საქართველოს კანონში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ  სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროში წარსადგენი შენიშვნები დამტკიცდეს

8. სხვადასხვა:

 ა)  დაკმაყოფილდეს დ. ჯოჯუას განცხადება ქალთა კომისიის თავმჯდომარეობიდან და ქალთა ნაკრების კაპიტნობიდან განთავისუფლების შესახებ; ქალთა კომისიის  თავმჯდომარედ არჩეულ იქნას ნანა იოსელიანი.

 ბ)  ცნობად იქნა მიღებული ნ. ალექსანდრიას განცხადება გამგეობის წევრობიდან გასვლის შესახებ.         

 გ)  ცნობად იქნა მიღებული  დ. ჯოჯუას განცხადება გამგეობის წევრობიდან გასვლის  შესახებ.

დ)  საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო  სესიაზე  ჭადრაკის ფედერაციიდან დელეგატად დამტკიცდეს   ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი გიორგაძის კანდიდატურა.

         

              სხდომის თავ – რე:                                                              გ. გიორგაძე

 

                               მდივანი:                                                              მ. თანდაშვილი 

  • Title: გამგეობის ოქმი
  • Posted by:
  • Date: 16-12-2016 5:52 PM
  • Tags:
Top