930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ყუფარაძის მორიგი წარმატება!

 

 

ქუთაისელი საერთაშორისო ოსტატის, გიგა ყუფარაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს თასის გათამაშება ვაჟთა შორის.

გამარჯვებულმა 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ, ვერცხლის მედალოსან,  ირაკლი ბერაძეს.

6-6 ქულით III- V ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.ლუკა პაიჭაძე

4.კონსტანტინე შანავა

5.ბაჩანა მორჩიაშვილი

ქალთა ჩათვლაში პირველ ადგილზე 5,5 ქულით ნინო ხურციძე გავიდა. ხოლო, II-III ადგილები 5-5 ქულით: სოფო გვეტაძემ და ალექსანდრა ვახანიამ გაინაწილეს.

 

საქართველოს თასის პარალელურად გამართულ ბუხუტი გურგენიძის თასის გათამაშებაზე პირველობა 9-დან 7,5 ქულით, ალექსანდრე ედიშერაშვილმა იზეიმა. 7 ქულით მეორეზე -რამაზ ენდელაძე გავიდა, ხოლო მესამეზე 6,5 ქულით სერგო ცომაია განთავსდა.

ორივე ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და საპრიზო  ფონდი 12 250 ლარს შეადგენდა.

ტექნიკური შედეგები:

საქართველოს თასი

ბუხუტი გურგენიძის თასი

დებულება

ფოტოგალერეა

პარტიები ანალიზით

 

  • Title: ყუფარაძის მორიგი წარმატება!
  • Posted by:
  • Date: 22-12-2016 8:45 PM
  • Tags:
Top