930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ყატარში, ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ!

დღეიდან,  ყატარში სტარტს აიღებს და  30 დეკემბრამდე  გაგრძელდება მსოფლიოს პირველობა სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი პლანეთის უძლიერესი მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული. ვაჟთა რეიტინგ-სიას მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ლიდერობს, ხოლო ქალთა სიას ჩინელი ჟუ ვენჟუნი.

შეჯიბრი  2 დისციპლინაში: რაპიდსა და ბლიცში გაიმართება. საქართველოს სახელით ჩემპიონატში იასპარეზებენ:

ვაჟთა შორის: ბაადურ ჯობავა (2702), ლევან ფანცულაია (2607), მიხეილ მჭედლიშვილი(2606), გიგა ყუფარაძე (2481).

ქალთა შორის: ნანა ძაგნიძე (2507), ნინო ბაციაშვილი (2489), ლელა ჯავახიშვილი (2461), მერი არაბიძე (2379), მაკა ფურცელაძე ( 2347),სოფიო გვეტაძე (2281).

ასპარეზობა რაპიდში შვეიცარული სისტემით 15 ტურად გაიმართება, ხოლო ბლიცში ასევე შვეიცარული სისტემით ოღონდ 21 ტურად. რაპიდში შეხვედრები გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით: 15 წუთს +10 წამი თითოეულ სვლაზე;ბლიცები- 3 წუთს+2 წამი თითოეულ სვლაზე. ტურის დასაწყისი:16:00სთ. თბილისის დროით.

სათამაშო დღეები:

26 დეკემბერი -სწრაფ ჭადრაკის  (რაპიდი) პირველი დღე

27 დეკემბერი -სწრაფ ჭადრაკის  (რაპიდი) მეორე დღე

28 დეკემბერი -სწრაფ ჭადრაკის  (რაპიდი) მესამე  დღე

29  დეკემბერი - ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) პირველი დღე

29  დეკემბერი - ელვისებური ჭადრაკის (ბლიცი) მეორე დღე

 

პარტიების ჩვენება

ოფიციალური ვებგვერდი

 

 

  • Title: ყატარში, ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ!
  • Posted by:
  • Date: 26-12-2016 3:55 PM
  • Tags:
Top