
საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნოკაუტ სისტემით ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრათა განრიგი. აღსანიშნავია, რომ ირანის დედაქალაქ თეირანში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის 8 ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს.
ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიის დროს, კენჭისყრით გაირკვევა თუ ვინ რა ფერით ითამაშებს პირველი წრის პირველ პარტიას.
მატჩები ჩვენი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ნანა ძაგნიძე - მონა ხალედი;
სოფიო გვეტაძე - ნინო ბაციაშვილი;
ლელა ჯავახიშვილი - პამ ნგუენი;
სოფიკო გურამიშვილი - სარასადატ ხადემალშარეხი;
ნინო ხურციძე - ნატალია ჟუკოვა
სალომე მელია - ეკატერინა ატალიკი
ბელა ხოტენაშვილი - ოლგა ზიმინა.
შეხვედრათა განრიგი:
10 თებერვალი - გახსნა
11-13 თებერვალი - I წრე
14-16 თებერვალი - II წრე
17-19 თებერვალი - III წრე
20-22 თებერვალი - IV წრე
23-25 თებერვალი -V წრე (ნახევარფინალი)
26 თებერვალი - დასვენების დღე
27 თებერვალი - 3 მარტი - VI წრე (ფინალი)
4 მარტი - დახურვა

- Title: მეტოქეთა ვინაობა გარკვეულია...
- Posted by:
- Date: 17-01-2017 3:42 PM
- Tags: