930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ორეული დაწინაურდა...

ლუკა პაიჭაძემ დღევანდელი გამარჯვებით ერთპიროვნულ ლიდერს,  მიხეილ მჭედლიშვილს დაეწია და მასთან ერთად იყოფს მეწინავეობას.

დაძაბულად  მიმდინარეობდა  ლუკა პაიჭაძისა და ლევან ფანცულაიას შეხვედრა.თეთრებმა სიცილიური  დაცვის წინააღმდეგ უპრეტენზიო სისტემა აირჩიეს. პარტია ვარიანტისთვის დამახასიათებელ სტილში მიმდინარეობდა. თეთრები ამაგრებდნენ ცენტრს და ეტლებით ცენტრალურ ხაზები დაისაკუთრეს, ხოლო შავები ‘C’ ხაზზე გამაგრდნენ და თეთრუჯროვანი უს დახმარებით ცდილობდნენ ცენტრში ტიპიური გარღვევა განეხორციელებინათ.

შავებმა  იჩქარეს და  23...D5 სვლა საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის.გაცვლითი ოპერაციების შემდეგ თეთრებს ტიპიური გამსვლელი ‘D’ პაიკი დარჩათ. მიუხედავდ ორმხრივი უზუსტობებისა, პარტია პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა.

 

დიდოსტატური ყაიმი დააფიქსირეს ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, დავით ჯოჯუამ და ტურნირის ერთპიროვნულმა ლიდერმა, მიხეილ მჭედლიშვილმა საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის მეოთხე ტურში.თეთრი ფიგურებით მოთამაშე ჯოჯუამ კოლეს უპრეტენზიო სისტემა აირჩია, შავებმა იოლად გაათანაბრეს და მეტოქეები ზედმეტი შრომა-ჯაფის  გარეშე ყაიმზე შეთახმდნენ.

ზედმეტ გართულებებს თავი აარიდეს დავით არუთინიანმა და მერაბ გაგუნაშვილმა. შეხვედრაში ესპანური პარტიის მშვიდი ვარიაციები გათამაშდა, გამარჯვებისთვის აუცილებელი მკვეთრი გადაწყვეტილებების გარეშე და მე-18 სვლაზე მეტოქეები მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს.

 

ორმხრივი  შეცდომებით, შავებისთვის დრამატულად წარიმართა გიგა ყუფარაძის და კონსტანტინე შანავას დაპირისპირება. შავებით მოთამაშე შანავას სატურნირო მდგომარეობა დიდად სახარბიელო არ გახლავს, ამიტომ მის თამაშში დაძაბულობა იგრძნობა თანმდევ ცაიტნოტთან ერთად.  ენდშპილში თითქმის თანაბარ პოზიციაში, შავებმა რამდენიმე უზუსტობა დაუშვეს და მარცხი განიცადეს.

სადებიუტო სიახლე მოუმზადა თორნიკე სანიკიძემ  ირაკლი ბერაძეს. თეთრებით მოთამაშე სანიკიძემ მისთვის უჩვეულო  პირველი სვლა ‘E4’  ითამაშა, რაც მეტოქისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მთელი პარტია თეთრების ინიციატივით მიმდინარეობდა, თუმცა ბერაძე მედგრად იცავდა თავს. საბოლოო ჯამში ორმხრივი მცირე უზუსტობების ფონზე პარტია ფრედ დასრულდა.

 

IV ტურის შედეგები:

თორნიკე სანიკიძე 1/2:1/2  ირაკლი ბერაძე

გიგა ყუფარაძე        1 : 0 კონსტანტინე შანავა

დავით  ჯოჯუა       1/2:1/2   მიხეილ მჭედლიშვილი

დავიდ არუთინიანი 1/2:1/2   მერაბ გაგუნაშვილი

ლუკა პაიჭაძე         1 : 0  ლევან ფანცულაია 

 

 V ტურის შეხვედრები:

ლევან ფანცულაია   - თორნიკე სანიკიძე

მერაბ გაგუნაშვილი - ლუკა პაიჭაძე 

მიხეილ მჭედლიშვილი - დავიდ არუთინიანი

კონსტანტინე შანავა - დავით  ჯოჯუა

ირაკლი ბერაძე - გიგა ყუფარაძე

 

სატურნირო მდგომაროება:

1. პაიჭაძე - 3 ქულა; 

2. მჭედლიშვილი - 3 ქულა;

3.სანიკიძე  - 2,5ქულა;

4. ჯოჯუა   - 2,5 ქულა;

5.ყუფარაძე - 2,5 ქულა;

6. ბერაძე     - 2,5 ქულა;

7. არუთინიანი - 2 ქულა;

8.ფანცულაია  - 1 ქულა;

9.გაგუნაშვილი - 1 ქულა;

10.შანავა  - 0 ქულა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • Title: ორეული დაწინაურდა...
  • Posted by:
  • Date: 24-01-2017 10:47 PM
  • Tags:
Top