930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ვიზიტი კახეთში

კახეთის რეგიონის სოფელ შილდაში ახალი საჭადრაკო კერა გაიხსნა. ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი სოფელი ყვარელის რაიონს ეკუთვნის.  შილდის  კულტურის სახლში,ფუნქციონერებს სხვადასსხვა სპორტული თუ შემოქმედებითი წრეები. მოსახლეობის ინიციატივით შეიქმნილია სოფლის განვითარების ცენტრი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის  აღზრდაში.  განვითარების ცენტრის ინიციატივით , 23 იანვარს საზეიმო ვითარებაში, შილდის კულტურის სახლში   საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ადგილობრივებს  საჩუქრად გადასცა საჭადრაკო ინვენტარი  და ლიტერატურა.

კლუბის  გახსნას ესწრებოდნენ: 5- გზის საჭადრაკო ოლიპიადების გამარჯვებული ნანა იოსელიანი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, კახეთს გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ყვარელის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები გურჯაანის საჭადრაკო კლუბსაც ეწვნიენ. გამოჩენილი დიდოსტატები ნორჩ აღსაზრდელებს  შეხვდნენ და  პროფესიული ცოდნა გაუზიარეს.

  • Title: ვიზიტი კახეთში
  • Posted by:
  • Date: 25-01-2017 7:46 PM
  • Tags:
Top