930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

სამეული ევროპაზე იასპარეზებს!

საერთაშორისო დიდოსტატის,ბელა ხოტენაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატი. გამარჯვებული მთელი ტურნირი ლიდერობდა და თავისის თამაშით მეტოქეებს  პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა კონკურენციის.

ბელამ, დაუმარცხებლად განვლო შეჯიბრი,  5 პარტიაში გაიმარჯვა, 4 პარტია დაასრულა ფრედ და საკუთარ ელო-რეიტინგს 11,7  ქულა შემატა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ნინო ხურციძე, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი 5,5 ქულით სალომე მელიამ დაისაკუთრა.

პირველ  სამეულში გასული მონაწილეეები იასპარეზებენ ლატვიის დედაქალაქ რიგაში (10-23 აპრილი) გასამართ ევროპის პირად ჩემპიონატზე ქალთა შორის.

ჩემპიონატში ასევე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

საპრიზო ფონდი:17 500 ლარი;

ადგ.    პრიზი
I    5500 ლარი 
II    4500 ლარი 
III    3500 ლარი  
IV    2500 ლარი
V    1500 ლარი

 

IX   ტურის  შეხვედრები:

არაბიძე     0 : 1   კუჭავა

მიქაძე        1/2: 1/2 ხომერიკი

გვეტაძე   1/2: 1/2  ხურციძე

ხუხაშვილი 1/2: 1/2  ხოტენაშვილი

წერეთელი   1/2: 1/2  მელია

 

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1.ხოტენაშვილი - 7  ქულა;

2.ხურციძე  -    6  ქულა;

3.მელია      -  5,5 ქულა;

4.გვეტაძე     -  5  ქულა;

5.წერეთელი - 4,5  ქულა;

6.არაბიძე  -  4,5 ქულა;

7.ხომერიკი -  4 ქულა;

8.კუჭავა      -  3,5 ქულა;

9.მიქაძე       -   3 ქულა;

10.ხუხაშვილი - 2 ქულა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

  • Title: სამეული ევროპაზე იასპარეზებს!
  • Posted by:
  • Date: 20-03-2017 10:01 PM
  • Tags:
Top