930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

წერილი 'FIDE'-დან...

ათენი, 27 მარტი 2017

ბ-ნ:  გ.გიორგაძე

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

პრეზიდენტი

თბილისი

 

ბატონო, გიორგაძე

გვინდა  მოგახსენოთ, რომ 2017 წლის 25-26 მარტს  ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს შეხვედრამ ათენში  წარმატებულად  შეაფასა  საქართველოს   ჭადრაკის  ფედერაცის  ძალისხმევა  საჭადრაკო სამყაროს 2 ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძების მომზადების შესახებ:  ”მსოფლიოს თასი 2017”  და ”საჭადრაკო ოლიმპიადა 2018”.  ასევე პატივს ვცემთ და ვაფასებთ მუდმივ ნაყოფიერ თანამშრომლობას ფიდესა და თქვენს ფედერაციას შორის.

საპრეზიდენტო საბჭომ განიხილა  2017 წლის 10 თებერვალს,  თქვენი გამოგზვანილი წერილი, რომელიც ეხებოდა  კირსან ილიუმჟინოვის  ოფიციალურ, პერსონალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას -  აფხაზეთის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტთან  შეხვედრის  თაობაზე. საბჭო  წუხს იმის  შესახებ რომ ფიდეს  პრეზიდენტის სიტყვები  სხვაგვარად იქნა გაგებული და  ვთვლით, რომ აფხაზეთი არის საქართველოს  განუყოფელი ნაწილი. ასევე აღვნიშნავთ, რომ  ბატონმა  ილუმჟინოვმა უკვე მოიბოდიშა ამ ფაქტზე ქართულ მედიასთან ინტერვიუს  დროს.

გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ბოდიში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა თქვენს ფედერაციასა და უმშვენიერეს ქვეყანას შორის კვლავ გაგრძელდება.

 

საუკეთესო სურვილებით,

გეორგიოს მაკროპულოსი,

საერთაშორისო  საჭადრაკო ფედერაცია

ფიდეს  ვიცე-პრეზიდენტი.

 

წერილის ორიგინალი:

  • Title: წერილი 'FIDE'-დან...
  • Posted by:
  • Date: 29-03-2017 1:51 AM
  • Tags:
Top