930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

'ჭადრაკის დღე' მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.

12 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში აღინიშა „ჭადრაკის დღე“, რომელიც მიეძღვნა სასახლისა და საჭადრაკო სკოლის 75 წლის იუბილეს.

„ჭადრაკის დღის“ ფარგლებში გაიმართა მატჩი ალექსანდრე ჩიკვაიძის გარდამავალ თასზე - თბილისის დიპლომატიური კორპუსი ჭადრაკის ნორჩ დესპანების წინააღმდეგ. ასევე, საჭადრაკო წიგნების: „სასახლის საჭადრაკო ვარსკვლავი“, „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში“ და „ჭადრაკი ჩემს ცხოვრებაში“ წარდგინება.“სასახლის ღია პირველობის” და “ალექსანდრე ჩიკვაიძის თასის” გათამაშების გამარჯვებულთა დაჯილდოება. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ სხვადასხვა თაობის გამორჩეულ წარმომადგენლებს „წარმატებული სასახლელის“ სიგელები გადასცა. საღამო პიანისტ დათუნა ალადაშვილის კონცერტით დასრულდა.

ფოტოგალერეა

  • Title: 'ჭადრაკის დღე' მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.
  • Posted by:
  • Date: 14-04-2017 2:12 AM
  • Tags:
Top