
წინანდალში დასრულდა 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულების: ლელა ჯავახიშვილის და ბელა ხოტენაშვილის სახელობის ტრადიციული შეჯიბრი.
ასპარეოზობა 2 ტურნირად გაიმართა: ‘ღია’ და სენიორთა შორის.
მთავარი ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. 7 ქულით პირველობა არავის დაუთმო ნინო ბაციაშვილმა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: მერი არაბიძე და სოფიკო ხუხაშვილი. 5,5 – 5,5ქულით IV-VIII ადგილები გაინაწილეს: სალომე მელიამ, სოფიო გვეტაძემ, ლელა ჯავახიშვილმა და ქეთი წაწალაშვილმა.
სენიორთა ტურნირი 6 მონაწილეს შორის 2 წრედ გაიმართა. შეჯიბრი ნინო გურიელის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა. მის აქტივში 8 ქულა და 1,5-ქულიანი სხვაობაა მეორე ადგილზე გასულ ნონა გაფრინდაშვილს შორის. მესამე ადგილზე 5,5 ქულით ციალა ქასოშვილი გავიდა.
ღონისძიება ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, დაწესებული იყო 6 500 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ.
გამარჯვებულები - კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და სპორტულ კლუბთა გაერთიანების დირექტორმა გუგა გურაბანიძემ დააჯილდოეს. ტურნირის გენერალურმა სპონსორმა ღვინის კომპანია (GWS)-მა საპატიო ჯილდო მხატვრული ტილო ,,ღვინო ვისმინო" ქართული ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს გადასცა. ასპარეზობას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები:საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული ნანა იოსელიანი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის დირეტორი მარინა მილორავა.
ტურნირი 19 -დან 21 მაისის ჩათვლით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის სახლმუზეუმში ჩატარდა.

- Title: 'ვარსკვლავთცვენა' - წინანდალში...
- Posted by:
- Date: 24-05-2017 1:55 PM
- Tags: