930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

არაბიძემ, ევროპა სენსაციური გამარჯვებით დაიწყო!

სენსაციური გამარჯვებით დაიწყო ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი მერი არაბიძემ.. ტურნირის ერთადერთმა ქართველმა ქალმა მონაწილემ პირველ ტურში,  ძლიერი უკრაინელი დიდოსტატი მიხაილო ოლეკსიენკო დაამარცხა! მერიმ, სლავური დაცვის გაცვლით სისტემაში საკმაოდ აგრესიული გეგმა მოძებნა მეფის ფრთაზე  და დამაჯერებლად გადაითამაშა გაცილებით ძლიერი მეტოქე.

საერთო ჯამში ქართველი მონაწილეებისათვის პირველი ტური წამრატებული გამოდგა. გამარჯვებები იზეიმეს:ბაადურ ჯობავამ,მიხელ მჭედლიშვილმა,ლევან ფანცულაიამ,დავით ჯოჯუამ და თორნიკე სანიკიძემ. ფრედ დაასრულეს შეხვედრები:ლუკა პაიჭაძემ და თამაზ გელშვილმა. აღსანიშნავია, რომ  ორივე მათგანის მეტოქე ქალი გახლდათ. მოულოდნელი იყო აზერბაიჯანელ ალფისა ნასიბულინასთან   საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის,, ზურაბ სტურუას მარცხი.

მეორე ტურის შეხვედრები:

ჰოვანეს გაბუზიანი(2570, სომხეთი) - ჯობავა

რომაინ ედუარდი(2640, საფრანგეთი) - სანიკიძე

არტაშეს მინასიანი(2480, სომხეთი) - მჭედლიშვილი

ფანცულაია - ვლადიმირ მინკო(2438, რუსეთი)

ალექსანდრ ბელიავსკი(2589, სლოვენია) - არაბიძე

ვიტალი მოროზოვი(2034, უკრაინა) - ჯოჯუა

ანასტასია საზონოვა(2191, რუსეთი) - პაიჭაძე

ლანიტა სტეტკო(2202,ბელარუსი) - გელაშვილი

სტურუა - დან პოლეგი(2241, ისრაელი)

თუთისანი - ირინა პოპოვა(1938, რუსეთი)

ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები

 

  • Title: არაბიძემ, ევროპა სენსაციური გამარჯვებით დაიწყო!
  • Posted by:
  • Date: 31-05-2017 2:50 AM
  • Tags:
Top